J. Cole-მა ახალი ალბომი გამოსცა

ეს ჩანაწერი მისი მსმენელთან გამოსამშვიდობებელი პროექტია.
J. Cole
PARAS GRIFFIN/GETTY IMAGES

J. Cole-ის ახალი ალბომი – The Fall-Off სტრიმინგ პლატფორმებზე 6 თებერვალს გამოჩნდა. პროექტი ორმაგი ალბომია (Disc 29 და Disc 39). თითოეულ დისკზე 11 ტრეკი და დამატებითი ბონუს კომპოზიციაა თავმოყრილი. The Fall-Off-ის შესავალი არტისტმა მსმენელს პირველად 2018 წლის დასკვნით ტრეკში – 1985-ში  გააცნო.

„The Fall-Off  ორმაგი ალბომია, რომელიც თავიდანვე ჩემი ბოლო ნამუშევრის იდეით შეიქმნა და ის ჩემი პირველი პროექტის კონცეფციას სრულად შეკრავს. Disc 29 მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, როგორ ვბრუნდები ჩემს მშობლიურ ქალაქში 29 წლის ასაკში,“ – დაწერა კოულმა ინსტაგრამზე ალბომის ტრეკლისტის გამოქვეყნებისას.

„ნიუ-იორკში გადასვლიდან ათი წლის შემდეგ, როცა იმას მივაღწიე, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა, გზაჯვარედინზე ჩემი ცხოვრების სამ სიყვარულს შევხვდი: ჩემს ქალს, ჩემს საქმეს და ჩემს ქალაქს. Disc 39 გვაჩვენებს ჩემს შინაგან მდგომარეობას მსგავსი დაბრუნების დროს, ოღონდ უკვე 39 წლის კაცის პერსპექტივიდან, რომელიც უკვე დიდია და სიმშვიდესთან ოდნავ უფრო ახლოს დგას.“

The Fall-Off-ის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე არტისტმა თიზერით ალბომის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. ვიდეოფრაგმენტი 6 თებერვალს გამოქვეყნდა. კლიპში Cole ბრუნდება თავის ბავშვობის სახლის ინსპირაციით შექმნილ სტუდიაში – სივრცეში, სადაც რეპის სიყვარული პირველად იგრძნო. ვიდეოს თან ახლავს ინგლისელი მათემატიკოსის, ენდრიუ უაილსის სიტყვები, სადაც ის საკუთარ შრომაში ტკივილის მიღმა ნაპოვნ სილამაზეზე საუბრობს.

J. Cole-მა ალბომი ოფიციალურად იანვარში დააანონსა და ასევე გამოუშვა სინგლი – Disc 2 Track 2, რომელშიც საკუთარი ცხოვრების ისტორიას საპირისპირო ქრონოლოგიით ჰყვება.

28 იანვარს, 41-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, Cole-მა მოულოდნელი სიურპრიზიც გააკეთა — გამოუშვა Birthday Blizzard ’26 EP, რომელიც ოთხი თავისუფალი სტილის ტრეკს აერთიანებს.

ჰიპ-ჰოპის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როც არტისტები „ცრუ პენსიაზე“ გავიდნენ, თუმცა J. Cole-ს აშკარად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ The Fall-Off მისი გამოსამშვიდობებელი ალბომია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rosalía BRIT Awards-ის ცერემონიაზე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს

შემდეგი სტატია

ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი