უიტნი ჰიუსტონის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო, The Bodyguard-ის საუნდტრეკი, YouTube-ზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

I Will Always Love You-ს შემდეგ, I Have Nothing მომღერლის მორიგი ჰიტია, რომელმაც ამ პლატფორმაზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა.
უიტნი ჰიუსტონი The Bodyguard, 1992 FOTOS INTERNATIONAL/GETTY IMAGES
უიტნი ჰიუსტონი The Bodyguard, 1992
FOTOS INTERNATIONAL/GETTY IMAGES

ამ თვის დასაწყისში უიტნი ჰიუსტონის სიმღერის, I Have Nothing-ის მუსიკალურმა ვიდეომ YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიცია მომღერლის 1992 წლის კინოდებიუტის, The Bodyguard-ის საუნდტრეკის მესამე სინგლია.

I Will Always Love You-სა და I’m Every Woman-ის ტრიუმფის შემდეგ გამოცემულმა სიმღერამ I Have Nothing – Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-4 ადგილი დაიკავა. ამავდროულად, ფილმის საუნდტრეკი Billboard 200-ის ალბომების ჩარტის სათავეში 20 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. დღეისათვის კი, RIAA-ს მიერ ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგულ საუნდტრეკად არის აღიარებული.

I Have Nothing უიტნი ჰიუსტონისთვის ფილმ The Bodyguard-ის საუნდტრეკიდან რიგით მეორე მუსიკალური ვიდეოა, რომელიც YouTube-ის ე.წ. „მილიარდ ნახვათა კლუბს“ შეუერთდა. რაც შეეხება მის კიდევ ერთ მეგაჰიტს, დოლი პარტონის სიმღერის ქავერს I Will Always Love You,  ამ დროისთვის მას 1.8 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს და შესაძლოა, უახლოეს თვეებში 2 მილიარდიან ნიშნულსაც გადააჭარბოს.

როგორც ჩანს, Have Nothing სრულიად ბუნებრივად ინარჩუნებს აქტუალობას: სიმღერა ამჟამად არც სოციალურ ქსელებშია ტრენდული და არც რომელიმე პოპულარულ სერიალსა თუ ფილმში გაჟღერებულა. ეს ბალადა ვოკალური ოსტატობის ნამდვილი მასტერკლასია, მისი ხანგრძლივი წარმატება კი ჰიუსტონის უკვდავ მემკვიდრეობაზე მეტყველებს.

ნახეთ უიტნი ჰიუსტონის უკვდავი ჰიტის, I Have Nothing-ის მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარტის თვის პროგრამა Tatuza Jazz Club-ში

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა გაამხილა, რომ გაცნობის აპლიკაციას იყენებს – თუმცა განსხვავებული მიზნით

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი