მთელი 1970-იანების განმავლობაში დევიდ ბოუი როკმუსიკის ავანგარდში იდგა. თუმცა მაშინ, როცა მშობლიურ დიდ ბრიტანეთში უკვე სუპერვარსკვლავს წარმოადგენდა, აშშ-ში მისი წარმატება უფრო ეპიზოდური იყო და ადრეულ 80-იანებში რამდენიმე ალბომი ისე გამოსცა, რომ შტატებში დიდი ჰიტი არ ჰქონია.
ეს კომერციული წარუმატებლობა ოფიციალურად 1983 წელს დასრულდა, როცა ბოუიმ პოპწარმატებისკენ უფრო მიზანმიმართულად დაიწყო სვლა, ვიდრე ოდესმე. შედეგად კი მიიღო ყველაფერი, რაც კი შეეძლო: ჩარტის ლიდერი სინგლები, ყველგანმყოფი მუსიკალური ვიდეოები, კარიერის ყველაზე მასშტაბური ტურნე და გლობალური სუპერვარსკვლავობა, რამაც საბოლოოდ ბოუისა და მის ფანებს მოსვენება დააკარგვინა.
Greatest Pop Stars პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ახალი ეპიზოდი მოგვიანებით აღნიშნავს ბოუის გარდაცვალების 10 წლის თავს და იხსენებს მუსიკოსის 1983 წლის წარმატების ზენიტს, თუ როგორ მოახერხა მისი თაობის ყველაზე აუტსაიდერმა როკვარსკვლავმა პოპვარსკვლავობის შიდა წრეებში შეღწევა.
პოდკასტის წამყვან ენდრიუ ანტერბერგერს სტუდიაში კრის მოლანფი უერთდება, რათა ისაუბრონ ყველაფერზე, რაც 1983 წლის ბოუის უკავშირდება და იმაზე, თუ რატომ აფასებენ ამ პერიოდს დღემდე მაღალ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოუის ბევრ თაყვანისმცემელს ამ ეტაპის მიმართ უფრო შერეული დამოკიდებულება აქვს ისევე, როგორც თავად ბოუის ჰქონდა მომდევნო წლებში. ამავდროულად, ანტერბერგერი და მოლანფი იხსენებენ მუსიკოსის შოკისმომგვრელ გარდაცვალებას 10 წლის წინ.
გზადაგზა, ეპიზოდის მსვლელობისას, პასუხი ეცემა ბოუის 1983 წლის პერიოდის ყველაზე მწვავე კითხვებს: რატომ ჰქონდა მას ასეთი შემართება, დაეპყრო პოპმუსიკა 1983 წელს? რამ აქცია ბოუი MTV-ის პიკური ეპოქის ასეთ ბუნებრივ ფიგურად? შეიძლება თუ არა China Girl-ისა და მისი მუსიკალური ვიდეოს დაცვა 40 წლის შემდეგ? აქვს Let’s Dance-ს რაიმე ღირებულება მისი ჰიტების მიღმა/ ღირს თუ არა იმ ფილმებთან დაბრუნება, რომლებიც ბოუიმ 83 წელს გადაიღო – და რატომ ვერ მიაღწია მან კინოვარსკვლავობას ისე, როგორც პოპვარსკვლავობას? და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: იმსახურებს თუ არა 1983 წლის ბოუი ისეთივე სიყვარულით გახსენებას, როგორც ზიგი სტარდასტისა და ბერლინის პერიოდების ბოუი?
მოუსმინეთ პოდკასტს: