Billboard-ის Friday Music Guide ერთგვარი მუსიკალური გზამკვლევია, რომელიც იმ მნიშვნელოვან ნამუშევრებს მიმოიხილავს, რომლებიც კვირის განმავლობაში გამოვიდა.
ამ კვირაში ბრუნო მარსი, პირველად ათი წლის შემდეგ, თავის პირველ სოლო ალბომს უშვებს. BLACKPINK ბენდის სახით და მესამე მინიალბომით ბრუნდება, ხოლო RAYE-მ მომავალი ალბომიდან, რომელიც მარტში გამოვა, უახლესი სინგლი გამოუშვა.
ბრუნო მარსი – The Romantic
ბრუნო მარსმა გრემის დაჯილდოებაზე სტრატეგიული სვლა გააკეთა, მან არა მხოლოდ Rose-სთან ერთად გლობალური ჰიტით, APT.-ით გახსნა ცერემონია, არამედ მოგვიანებით ახალი სოლო სიმღერაც I Just Might შეასრულა. სინგლი Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და გახდა ერთადერთი წინასწარი რელიზი მისი მეოთხე ალბომიდან – The Romantic, რომელიც დღეს გამოვიდა. ცხრა სიმღერისგან შემდგარი პროექტი არტისტისთვის წარმატებული პერიოდის გაგრძელებაა: Lady Gaga-სთან კოლაბორაციული ნამუშევრის (Die With a Smile) და APT.-ის შემდეგ. ათწლიანი პაუზის დასასრულს, პირველი სოლო პროექტით, ბრუნო მარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც უკვე ყველამ იცის: ის „ჰიტების შემქმნელი მანქანაა“.
BLACKPINK – DEADLINE
Lisa-ს (Alter Ego), JENNIE-ის (Ruby), Rosé-ის (Rosie) და Jisoo-ს EP-ის (Amortage) შთამბეჭდავი სოლო დებიუტების შემდეგ, ოთხეული, რომელიც გლობალური ფენომენის სახელით BLACKPINK არის ცნობილი, თავისი მესამე მინი-ალბომით DEADLINE ბრუნდება. ხუთტრეკიანი პროექტი ენერგიულ და სადღესასწაულო სინგლს – JUMP მოიცავს, პროექტში ასევე შედის სიმღერები: GO, Me and My, Champion და Fxxxboy. YG Entertainment-ის განცხადების მიხედვით, ხუთივე ტრეკი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო მთლიანობაში DEADLINE – BLACKPINK-ს საუკეთესო ფორმაში წარმოგვიდგენს.
RAYE – Nightingale Lane
„ეს არის სიმღერა ყველაზე დიდ გულისტკივილზე, რაც ოდესმე განმიცდია,” – ამბობს RAYE და წარმოგვიდგენს ახალ სინგლს Nightingale Lane. ამ სიმღერით RAYE საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ გულისტკივილს, ისტორიას, რომელიც ძლიერი ვოკალით, იმედით და მტკივნეული მოგონებებით ერთიანდება. საბოლოოდ კი მსმენელი ამაღლებულ და იმედიან განწყობაზე რჩება, შესაბამისად ალბომის სახელწოდებაც სიმბოლურია – This Music May Contain Hope.
Towa Bird – Gentleman
პოპ-როკერი და გიტარისტი Towa Bird სინგლით Gentleman ბრუნდება, რომლის პროდიუსერიც Patrick Wimberly-ია (MGMT, Blood Orange). სიმღერა მძლავრ და ენერგიულ რიფზეა აგებული, რაც იდეალურად ბალანსდება ტექსტში. კომპოზიციის გრანჟული ჟღერადობის შედეგად შეიქმნა 2 წუთიანი და 17 წამიანი სიმღერა, რომლის დასრულების შემდეგ მსმენელს მისი ხელახლა მოსმენის სურვილი უჩნდება.
Elmiene – Honour
Elmiene-ის სადებიუტო ალბომის, Songs For Someone-ის მოლოდინში, რომლის გამოსვლაც მარტში იგეგმება, ბრიტანელმა მომღერალმა ორი სინგლი გამოუშვა: Honour და I Want In. არტისტმა, რომელიც Billboard-ის თებერვლის თვის R&B აღმოჩენად დასახელდა, პროექტის შესახებ განაცხადა: „ამ ალბომის შექმნა მტკივნეული იყო, ხანდახან თავს მარტოსულად ვგრძნობდი, ხანდახან სიყვარულით ვიყავი სავსე, ხან დანაშაულის გრძნობა მქონდა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს იყო მნიშვნელოვანი მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე, რომელიც უნდა შემესრულებინა.
Angèle & Justice – What You Want
ბელგიელმა პოპმომღერალმა Angèle-მა ამერიკულ ბაზარზე პირველად Dua Lipa-სთან კოლაბორაციული სიმღერით, Fever-ით გაითქვა სახელი. ახლა კი ის საკულტო ფრანგულ დუეტთან, Justice-თან ერთად მისტიკურ და მძიმე ტრეკს What You Want წარმოგვიდგენს. Angèle-ის ჰაეროვანი ვოკალი მძიმე ბიტებთან შერწყმით იდეალურ კონტრასტს ქმნის. შედეგად კი იქმენება კომპოზიცია, რომელიც მსმენელს იდუმალ სამყაროში ძირავს. Justice-ის კონცერტის კულისებში შეხვედრის შემდეგ, მომღერალმა დუეტი თავის სტუდიაში დემო ვერსიების მოსასმენად მიიწვია, მათ შორის იყო What You Want. „ვფიქრობდი, რომ Justice-ს შეეძლო, შემოეტანა ის ელექტრო-კლუბური გამოცდილება და დაძაბულობა, რაც პირველ ვერსიას აკლდა… მათ ტრეკს ისეთი ძალა შეჰმატეს, რომელიც ჩანაფიქრში თავიდან არც ყოფილა“. – აღნიშნა მომღერალმა.
კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევარები ქართველმა არტისტებმა და ბენდებმაც წარადგინეს:
Bedford Falls – VICI VICI VICI
Bedford Falls-მა ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სინგლი, სახელწოდებით VICI VICI VICI წარადგინა. ბენდმა სიმღერა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოაქვეყნა და ის Bedford Falls-ის მომავალი ალბომის, Lazy Bones-ის ნაწილია.
Lazy Bones ჯგუფმა 2025 წელს დააანონსა. მას შემდეგ ბენდი ალბომიდან სინგლებს მსმენელს პერიოდულად უზიარებს. Lazy Bones-ს ლეიბლი Stockton Records გამოსცემს.
Kordz, Tamro – Melancholic Theme
Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომიდან ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Melancholic Theme წარადგინეს.
2026 წლის ივნისში Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კოლაბორაციული ალბომი – FIND ME გამოვა, რომელშიც შედის კომპოზიცია Melancholic Theme.
FIND ME ხელოვანი დედა-შვილის – ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და თამრიკო კორძაიას ერთობლივი ალბომია და მათ პირად ჩანაწერს წარმოადგენს, რომელზეც არტისტები ერთ წელზე მეტია, მუშაობენ.
ერეკლე დეისაძე – მისამღერი
ერეკლე დეისაძემ ახალი სინგლი გამოსცა. სიმღერა, სახელწოდებით „მისამღერი”
მუსიკის ავტორი ნიკა ხელაძეა, ტექსტი თავად ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, ხოლო პროდიუსერი ზაზა ხუბუკელაშვილია. სიმღერა Bloom Music-ის ლეიბლზე გამოვიდა.