მაილი საირუსი HANNAH MONTANA-ს იუბილესთან დაკავშირებით ახალ სიმღერას უშვებს: „ეს ჩემი საჩუქარია შენი ბავშვობისთვის“

ვარსკვლავის თქმით, სიმღერა Younger You არის: „ჩემი გზა, რათა მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ ჩემთან ერთად გაიზარდეთ“.
მაილი საირუსი Disney+-ის „ჰანა მონტანას" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების მსოფლიო პრემიერაზე, 2026 წლის 23 მარტი, ლოს-ანჯელესი. მაიკლ ბაკნერი/Variety
მაილი საირუსი Disney+-ის „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების მსოფლიო პრემიერაზე, 2026 წლის 23 მარტი, ლოს-ანჯელესი.
მაიკლ ბაკნერი/Variety

მაილი საირუსი Hannah Montana-ს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ შოუში გამოვიდა. თუმცა ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის მან გულშემატკივრებს სიურპრიზიც მოუმზადა. 25 მარტს ვარსკვლავმა ინსტაგრამის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ თარიღის აღსანიშნად ახალი სიმღერა Younger You გამოვა. სიმღერა საიუბილეო გადაცემის ფინალშიც შესრულდა, სტრიმინგ პლატფორმებზე კი ოფიციალურად 27 მარტს გამოქვეყნდება.

„Hannah Montana-ს იუბილე ჩემთვის მხოლოდ შოუსადმი პატივისცემის გამოხატვა არ არის, ეს არის მომენტი, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა თავისი ადგილი იპოვა და ერთ წერტილში შეიკრა,“  –  წერს მაილი საირუსი. „ეს სერიალი იყო იმ ცხოვრების დასაწყისი, რომლითაც დღეს ვცხოვრობ.“

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა მხოლოდ სერიალის იუბილეს არ ეძღვნება: მაილი საირუსისთვის ეს არის ერთგვარი მადლიერების გამოხატვა გულშემატკივრების მიმართ, ვინც მის გვერდით დგანან იმ დღიდან, რაც მან 20 წლის წინ პირველად მოირგო Hanna Montana-ს როლი.

„კავშირი, რომელიც ჩემსა და ჩემს გულშემატკივრებს შორის არსებობს, ისეთივე იშვიათი და მშვენიერია, როგორც მთელი ეს გზა. ყველანი ძალიან მიყვარხართ და გულით გაფასებთ. ეს საიუბილეო გამოშვება ჩემი საჩუქარია თქვენი ბავშვობისთვის, ეს არის გზა, რომლითაც მინდა  მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ ყოველ ნაბიჯზე ჩემთან ერთად იზრდებოდით.“ –  წერს მაილი საირუსი  პოსტში.

24 მარტს Hannah Montana-ს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა სპეციალურმა შოუმ საირუსი და მისი გულშემატკივრები ისევ დააბრუნა Hannah Montana-ს სამყაროში. საიუბილეო პროგრამისთვის Disney-მ სპეციალურად აღადგინა სერიალის გადასაღები მოედნის ნაწილები, სადაც მაილი და მისი მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ. გადაცემაში სტუმრად მიწვეული იყო პოდკასტ Call Her Daddy-ს წამყვანი ალექს კუპერი, რომელმაც მაილისთან ინტერვიუ ჩაწერა.

სპეციალური გამოშვება ასევე მოიცავდა მაილი საირუსის პერფორმანსს: მან ცოცხალი აუდიტორიის წინაშე სერიალის ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორიცაა მთავარი საუნდტრეკი Best of Both Worlds და The Climb.

ნახეთ მაილი საირუსის  პოსტი Younger You-ის ანონსით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

რიანას სახლის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძე, MokuMoku და VAQO დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ 2026 წლის 100 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი