FLITZ Collective განცხადებას ავრცელებს – “მხარდაჭერა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“

კომპანია მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აანონსებს.
FLITZ Collective განცხადებას ავრცელებს – “მხარდაჭერა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“

კომპანია FLITZ Collective მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. Billboard საქართველო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ ამ დღეებში მომხდარ შემაძრწუნებელ ფაქტებს ცხოველების უფლებების უხეშად დარღვევის მიმართულებით და გამოვხატოთ სოლიდარობა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისადმი.

ასევე, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიმართ.

მოგეხსენებათ, წელს Flitz Collective ვმასპინძლობთ Moby-ს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლ მუსიკოსს.

ცხადია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

როგორც ყოველთვის, Moby-ს შოუები გამოირჩევა განსაკუთრებული მხარდაჭერით ცხოველების უფლებებისა და მათი დამცველი ორგანიზაციების მიმართ, ამ ფაქტამდეც დაწყებული გვქონდა მუშაობა ადგილობრივ ორგანიზაციებთან მათთვის ტერიტორიაზე განსათავსებელი სივრცეების გამოყოფის მიზნით, ასევე უშუალოდ კონცერტამდე პერიოდში  შესაძლებელი იქნება დონაციების გაკეთება ჩვენი და ჩვენი პარტნიორი პლატფორმების საშუალებით. ამ მიმართულებას რეგულარული სახე მიეცემა ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ტექნიკური დეტალების გამართვის შემდეგ გავასაჯაროებთ ამ ინფორმაციასაც…“ – ნათქვამია განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ მოახდინა Arctic Monkeys-მა ინტერნეტის პირველი გარღვევა 2006 წელს და კვლავ მიაღწია ვირუსულ წარმატებას

შემდეგი სტატია

BLACKPINK-ის წარმატებიდან საკუთარ კომპანიამდე: Jisoo თავისი ცხოვრების ყველაზე ზრდასრულ ეტაპზე გადადის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი