Tom Odell – თანამედროვე ბრიტანული პოპის ვარსკვლავი თბილისს 21 ივნისს ეწვევა

Flitz Collective-ის ორგანიზებით Tom Odell კონცერტს თბილისში, Loco Park-ში გამართავს.
Tom Odell - Tbilisi Open air 2023 ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Tom Odell – Tbilisi Open air 2023
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Tom Odell თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. არტისტი 1990 წლის 24 ნოემბერს, ჩიჩესტერში, ინგლისში დაიბადა და ბავშვობის გარკვეული პერიოდი ახალ ზელანდიაში გაატარა. 

Tom Odell-ის სადებიუტო სინგლმა Another Love 2013 წელს ევროპაში მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება მოიპოვა, ის გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში მე-10 ადგილზე გავიდა და Tom Odell-ისთვის პირველ ტოპ ათეულში შესულ ჰიტად იქცა.  ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, სიმღერა Billboard Global 200-ის ჩარტში პირველად 2021 წლის 24 აპრილს მოხვდა, ხოლო 2022 წლის 29 ოქტომბერს მე-14 პოზიციას მიაღწია. გარდა ამისა, ის წარმოდგენილი იყო Billboard Canadian Hot 100-სა და TikTok Billboard Top 50-შიც.

2022 წელს, რელიზიდან ათი წლის შემდეგ, სიმღერა კვლავ დაბრუნდა ევროპის და ავსტრალიის ჩარტებში, მას შემდეგ, რაც TikTok-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე პოპულარული გახდა, როგორც უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლური ჰიმნი – რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ლტოლვილთა კრიზისის ფონზე. არაერთი ადამიანისთვის ეს სიმღერა იმედისმომცემ ხმად იქცა. ევროპის მასშტაბით, ის ხშირად ჟღერდა საჯარო ღონისძიებებსა და დემონსტრაციებზე. თავად Tom Odell-მა 2022 წლის 12 მარტს სიმღერა ბუქარესტში, რკინიგზის სადგურზე შეასრულა, საიდანაც ლტოლვილები რუმინეთის გავლით გადაადგილდებოდნენ. 

მისმა სადებიუტო EP-იმ Songs from Another Love არტისტს BRITs Critics’ Choice-ის ჯილდო მოუტანა,  რომლის მფლობელები არიან ასევე Adele და Florence and the Machine, Tom odell კი გახდა პირველი მამაკაცი შემსრულებელი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

2013 წლის იანვარში Tom Odell BBC Sound of 2013-ის 15 ნომინანტს შორის დასახელდა. ამავე პერიოდში მისი სინგლი Another Love BBC-იმ 2013 წლის პროგრამის რეკლამაში გამოიყენა. არტისტის მუსიკა ბრიტანული ბრენდის  Burberry-ს ჩვენებებზეც არაერთხელ გაჟღერდა. 

Tom Odell-ის სადებიუტო ალბომი Long Way Down (2013) გამოსვლისთანავე ჩარტების სათავეში მოექცა და არტისტმა პრესტიჟული Ivor Novello-ს ჯილდოც დაიმსახურა. გამოცემული აქვს არაერთი წარმატებული ალბომი, მათ შორის: Wrong Crowd (2016), Jubilee Road (2018) და Monsters (2021), რომლებიც Columbia Records-ის ლეიბლის მეშვეობით გამოიცა.

2022 წელს მომღერალმა დიდი ლეიბლები დატოვა და დამოუკიდებელ არტისტად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ არტისტი ღიად საუბრობს Zach Sang Show-სთან ინტერვიუში, რომელიც 2025 წლის  5 სექტემბერს გამოქვეყნდა:

Tom Odell – Tbilisi Open air 2023 
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„სამწუხაროდ, ჩემთვის ის სტრიმები, რომლებიც ყველაზე მაღალია, იმ კორპორაციული ვამპირების მეშვეობით დაგროვდა, როგორიც Sony Music-ია.” მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაწერა, დააპროდიუსერა და შეასრულა თავისი ადრეული ჰიტები, ის ამ სიმღერების მხოლოდ 25%-ს ფლობს, Sony-ს კი 75%-იანი სამუდამო საავტორო უფლება რჩება. სწორედ ამიტომ, მუსიკოსი ახალგაზრდა არტისტებს მოუწოდებს: „მინდა რჩევა მივცე ახალგაზრდა არტისტებს, რომ არ გააფორმონ კონტრაქტი დიდ ლეიბლებთან, თქვენ ისინი არ გჭირდებათ.” – ამბობს Tom Odell.

მუსიკოსმა გამოუშვა სტუდიური ალბომები: Best Day of My Life (2022) და Black Friday (2024). ამ უკანასკნელში შევიდა ჰიტი Black Friday, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა.  მისი ბოლო ალბომია A Wonderful Life (2025), რომელიც მუსიკოსის კიდევ უფრო ღრმა, ინტროსპექტიულ მხარეს წარმოაჩენს.

Tom Odell ასევე ცნობილია შთამბეჭდავი ცოცხალი შესრულებებით. აღსანიშნავია, რომ ქართველ მსმენელს მუსიკოსთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს. მისი გამოსვლები Tbilisi Open Air-ზე (2018 და 2023 წლებში) ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  მომენტად რჩება.

2026 წლის 21 ივნისს ევროპის ტურნეს ფარგლებში Tom Odell თბილისს კვლავ ეწვევა. ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Flitz Collective-ია,  რომელიც ქართულ სცენასა და საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეს შორის მნიშვნელოვან კავშირს ქმნის და ადგილობრივ მსმენელს მსოფლიო დონის მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის მიერ დაგეგმილ პროექტებს შორისაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ლეგენდარული არტისტის, Moby-ს კონცერტი, რომელიც 30 ივლისს გაიმართება.

Tom Odell – Tbilisi Open air 2023 ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბრიტანელი არტისტის, Tom Odell-ის კონცერტი თბილისში, Loco Park-ის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც არტისტის საკულტო ჰიტები, ასევე ახალი კომპოზიციებიც.

მოინიშეთ ეს თარიღი და მოემზადეთ დაუვიწყარი, ემოციებითა და ენერგიით სავსე მუსიკალური მოგზაურობისთვის. 


ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ს ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ უაიტი DAVID JAMES SWANSON

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ჯეკ უაიტი, არლო პარკსი, ენ ჰეთეუეი და სხვები

შემდეგი სტატია

Starring Georgia – ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში ითარგმნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი