Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია.
Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომის, Iceman-ის გამოცემის თარიღი საბოლოოდ გაშიფრულია.  

21 აპრილს სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში, Iceman-ის ყინულის სკულპტურის თავზე ჟურნალი აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც რეპერის მომავალი ალბომი 15 მაისს გამოვა.

ინსტალაციის გახსნიდან სულ რაღაც ერთ დღეში Kishka-ს მცდელობამ,  ყინულის ლოდის დამუშავებამ, შედეგი გამოიღო და მან Iceman-ის „ოქროს ბილეთს“ მიაგნო. სტრიმერმა მიიღო ინსტრუქცია, ნაპოვნი ჟურნალით Drake-ის Toronto mansion-ში მისულიყო,  სადაც სწორედ Iceman-ის 15 მაისის რელიზის თარიღი იყო გამჟღავნებული. 

„Iceman – 15 მაისი,“  კითხულობს Kishka ვიდეოში. „2024… 2026 იქნება ჩემი წელი. ღმერთო, რა ხდება!“ – გაწეული ძალისხმევისთვის Drake-ის გუნდმა სტრიმერს ფულით სავსე ჩანთა გადასცა.

ჟურნალის პირველ გვერდზე სწორედ რელიზის თარიღია მითითებული, რასაც მასიური წარწერა ახლავს –  „2024 is my year“ (2024 ჩემი წელია), თუმცა 24 გადახაზულია და მის ნაცვლად 26-ია მიწერილი.

როგორც ჩანს, ეს დეტალი Drake-ის მიმართ 2024 წელს ჰიპ-ჰოპ სამყაროდან წამოსულ კრიტიკას ეხმიანება, განსაკუთრებით კენდრიკ ლამართან გახმაურებული მუსიკალური დაპირისპირების შემდეგ  მოვლენას, რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. 

Drake თითქმის ერთი წელია ალბომ Iceman-ს აანონსებს. 2025 წელს მან გამოუშვა სინგლები Dog House, Which One (Central Cee-ს მონაწილეობით) და What Did I Miss, რომელმაც Billboard Hot 100-ში მეორე ადგილი დაიკავა და დღემდე რჩება რეპერის ყველაზე ბოლოს გამოცემულ ტრეკად, რომელიც ამ ჩარტის  საუკეთესო ათეულში მოხვდა.

Drake-ისთვის Iceman მეცხრე სოლო სტუდიური ალბომი იქნება. ეს არტისტის პირველი სრულმასშტაბიანი პროექტია 2023 წლის ალბომის, For All the Dogs-ის შემდეგ, რომელიც მისი ყველა წინა სოლო ნამუშევრის მსგავსად, Billboard 200-ის სათავეში მოექცა. 

Iceman-ის სეზონი დგება. ელოდეთ ალბომს ციფრულ პლატფორმებზე, რომელიც 15 მაისს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემი სიფხიზლის 18 წელს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

A$AP ROCKY-ს თქმით, დედობის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა,  თუმცა მას ყოველთვის ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი