გიორგი ქინქლაძე ნოელ გალაგერთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს

ფეხბურთელსა და მუსიკოსს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მანჩესტერ სიტიში თამაშის დროს ფანებმა „ოაზისის” ყველაზე დიდი ჰიტი Wonderwall სწორედ გიორგი ქინქლაძეზე გადააკეთეს.
გიორგი ქინქლაძე და ნოელ გალაგერი
ფოტო გიორგი ქინქლაძის ფეისბუქ გვერდიდან

გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში ნოელ გალაგერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, ფოტო მანჩესტერ სიტისა და არსენალის თამაშის დღესაა გადაღებული (19 აპრილი), რომელიც სიტის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. 

„არსენალზე გამარჯვება რამდენიმე დღის შემდეგაც საოცარ გრძნობას იწვევს. ასეთი თამაშები აჩვენებს ხასიათს და იმას, თუ რას ნიშნავს ეს დიდებული კლუბი. მიხარია, რომ ეს მომენტი ჩემს ძველ მეგობართან, ნოელ გალაგერთან ერთად გავიზიარე. ფეხბურთი, მუსიკა და მანჩესტერი – ისე, როგორც უნდა იყოს. სიტი სიკვდილამდე,” – წერს ქართველი ფეხბურთელი. ფოტოს კი ფონად გასდევს „ოაზისის” სიმღერა Don’t Look Back in Anger.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე 1995-1998 წლებში მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, მანჩესტერში დაბადებული ნოელ გალაგერი კი პრემიერ ლიგის ათგზის ჩემპიონი კლუბის ცნობილი ფანია. მათი მეგობრობაც ამ გადაკვეთის წყალობით დაიწყო. ქინქლაძის სადებიუტო მატჩის შემდეგ ტოტენჰემის წინააღმდეგ, „ოაზისის” სოლისტმა ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა: „ეს ყველაზე საშიში ან ყველაზე კარგი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს.” 

ფანებმა კი სიტის ჰიმნად აღიარებული „ოაზისის” ყველაზე დიდი ჰიტი-ს, Wonderwall-ის ტექსტი გიორგი ქინქლაძეზე გადააკეთეს, რომელსაც მეტსახელად Kinky-ს ეძახდნენ:

All the runs that Kinky makes are winding.
And all the goals that City score are blinding. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ, თუ რატომ არ არის ნახსენები ჯენეტ ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმში 

შემდეგი სტატია

ქართულმა ლეიბლმა CES Records-მა Mother on Mondays-ის ალბომის – Clear and Cold-ის აღდგენილი ვერსია გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი