Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, – განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images
Charli xcx – ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია.
Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx ახლო მომავალში როკ-ალბომის გამოცემას არ აპირებს, თუმცა ამის შესახებ ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრიტანული Vogue-ის გასული თვის ნომერში დაიწერა, რომ არტისტი როკ-მუსიკაზე მუშაობდა.

პირველ მაისს ინსტაგრამზე Charli xcx-მა სტუდიიდან აქამდე უცნობი კადრები გააზიარა. ვიდეოში ჯერ გამოუქვეყნებელი სიმღერის ნაწყვეტი ისმის, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში, Rue Boyer-ის სტუდიაში, პარიზში ჩაიწერა.

„კარგი იქნებოდა, გვქონოდა სიმღერა, რომელსაც Rock Music-ს დავარქმევდით.” – ამბობს არტისტი ვიდეოში.

„ეს არის ვიდეო იმაზე, თუ როგორ ვწერ სიმღერას, სახელწოდებით Rock Music, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის როკ-მუსიკა. ეს ცოტათი სასაცილოა, რადგან არც არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი. მიყვარხართ xx,“  – წერს Charli xcx ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

სიმღერაში გიტარა ნამდვილად ჟღერს, თუმცა ის უფრო hyper-pop მიმართულებას მიჰყვება. ვიდეოს ერთ მონაკვეთში არტისტის ჩანაწერების აპლიკაციიდან ჩანს ტექსტი: „მემკვიდრეობა / მე, მე და ჩემი მეგობრები / ჩვენ გარეთ გავდივართ / ფოტოებს ვიღებთ / რაღაცებს ვქმნით / ხანდახან ვტირით / ერთმანეთს ვკოცნით / ვიცოდი, რომ ეს მოგეწონებოდა / მუდმივად გვაქვს ინსპირაცია / არასდროს ვჩერდებით / რადგან შემდეგზე გადავდივართ / ვფიქრობ, საცეკვაო მოედანი მკვდარია / ამიტომ ახლა როკ-მუსიკას ვქმნით“. 

რაც შეეხება ბრიტანულ Vogue-ში გავრცელებულ ინტერვიუს, არტისტი რეალურად ამბობდა:

„ჩემთვის საინტერესოა, შევცვალო ჩემი ხედვის შესაძლებლობები ამ საკითხზე.“

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰიტ-ალბომის, Brat-ის შემდეგ, კვლავ იგივე საცეკვაო სამყაროს გამეორება ძალიან რთული და სევდიანი იქნებოდა.

სტატიის ავტორი 2026 წლის თებერვალში Charli xcx-ს ლონდონის სტუდიაშიც ახლდა, როდესაც მომავალი ალბომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. სწორედ იქ მოისმინეს პირველად სიმღერა, რომელიც ახლა უკვე Rock Music-ის სახელით არის ცნობილი.  სტატიაში სიმღერის მხოლოდ ერთი ფრაზა მოხვდა: „ვფიქრობ, საცეკვაო მოედანი მკვდარია, ახლა როკ-მუსიკას ვქმნით“.

იმ დროს Charli-მ ალბომში გიტარის გამოყენებაზე საუბრისას აღნიშნა: „ჩემთვის ფორმის შეცვლა ერთგვარი გართობაა. ვიცით, რომ იქნებიან ადამიანები, ვისაც ეს გააღიზიანებს, თუმცა ეს ნორმალურია“.

ამავე ინტერვიუში Charli xcx-მა განმარტა, რომ მისი ახალი ალბომი ხელოვნებისადმი მის დიდ სიყვარულს ეხება, რომელიც მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ქმარი ჯორჯი. არტისტი ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდებოდა, ხელოვნების შექმნა რომ აღარ შესძლებოდა და აღნიშნავს, რომ შემოქმედება მის ცხოვრებას აზრს სძენს  როგორც კარგ, ისე რთულ პერიოდებში. 

2024 წელს ალბომმა Brat Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა, რაც Charli xcx-ისთვის დღემდე საუკეთესო შედეგია. მას შემდეგ არტისტმა ასევე იმუშავა Wuthering Heights-ის („ქარიშხლიანი უღელტეხილის“) საუნდტრეკზე, რომელიც თებერვალში გამოვიდა. საუნდტრეკი Billboard 200-ში მერვე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო Soundtracks Chart-ში პირველი ადგილი დაიკავა. 

ნახეთ Charli xcx-ის ინსტაგრამზე განთავსებული ვიდეო, სადაც არტისტის სამუშაო პროცესია ასახული, როცა იგი სიმღერა Rock Music-ზე მუშაობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ეშმაკს აცვია პრადა 2” სადებიუტო სალარო შემოსავლებით პირველ ადგილზეა

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსი ახალ სიმღერას – Hit the Wall-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი