ახალმა ქართულმა ლეიბლმა – ONEONEWORLD-მა  მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით TAIFUN წარადგინა

ტრეკის ავტორები და შემსრულებლები არიან: Tashyo, Amikko, SabanaYesYes და akasix6six.
Tashyo, Amikko, SabanaYesYes, akasix6six – TAIFUN
ONEONEWORLD

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ლეიბლი სახელწოდებით ONEONEWORLD გამოჩნდა. პლატფორმაზე უკვე არაერთი კოლაბორაციული ნამუშევარი გამოიცა, ამჯერად კი ლეიბლმა ტრეკი TAIFUN და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. 

ტრეკის ავტორები და შემსრულებლები არიან: Tashyo, Amikko, SabanaYesYes და akasix6six. მუსიკალურ ვიდეოზე ONEONEWORLD-მა ჰიპ-ჰოპ მოძრაობა „კვალთან“ ერთად იმუშავა. საოპერატორო ნამუშევარი  ტატო კოტეტიშვილს ეკუთვნის, პოსტ-ფროდაქშენი და მონტაჟი კი – Vinda Folio-ს.

TAIFUN

SabanaYesYes:

„ვიდეოს და ტრეკის იდეა ტრიალებს „შეკეთების“ და „თავის მოვლის“ გარშემო. ვიდეოს კონცეფცია აწყობილია მაგიური რეალიზმის ირგვლივ – გვინდოდა, გადმოგვეცა შინაგანი სამყაროს ინტერაქცია გარემოსთან, მათი საზღვრები და აღქმის ჯადოსნურობა. ტრეკი შეიქმნა სპონტანურად. მე და ტაშიო მივედით სტუდიაში და ამიკოს და აკას ველოდებოდით, დაგეგმილი გვქონდა მუშაობა საერთოდ სხვა ტრეკზე. სანამ მოვიდოდნენ, ტაშიომ მთხოვა, გუშინ რომ ბიტს აკეთებდი, ჩამირთეო და ჩაწერა მისამღერი. როცა სტუდიაში ყველა შევიკრიბეთ, აღარც ვიმუშავეთ დაგეგმილ ტრეკზე და მთლიანად მივყევით „Freestyle magic”-ს. შემდეგ დაიწერა ამიკოს, აკას, ჩემი და ტაშიოს ვერსები. ტრეკის კეთების პროცესში ყველა ვგრძნობდით, რომ ეს ნამუშევარი განსაკუთრებული იყო და ვიდეოს გადაღება გვინდოდა.

„სცენარი მე და ტაშიოს დაახლოებით უკვე გვქონდა თავში, იდეა გავუზიარეთ გიორგი ნინიკაშვილს, „კვალის“ დამფუძნებელს, რომელიც შემდგომში კლიპის პროდიუსერი გახდა. ვიდეოზე მუშაობის პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი, მაგრამ გასართობიც. საინტერესო იყო ლოკაციებზე ნადირობა და სცენების აწყობა ტატოსთან ერთად. მუშაობის პროცესში ჩართული ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და მადლობა მათ ამისთვის. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო “კვალის” როლი, რომლოს გარეშე ეს ვიდეო არ გამოვოდოდა,” – SabanaYesYes.

რაც შეეხება ONEONEWORLD-ს, როგორც ლეიბლის გუნდი აღნიშნავს, ეს არის სივრცე, სადაც განსაკუთრებულობა ხვდება ერთიანობას.

TAIFUN

SabanaYesYes:

„სამომავლო გეგმები ბევრია, ზოგი დიდი, ზოგიც ძალიან დიდი. თუმცა ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი და საინტერესო ქართულენოვანი (და არა მხოლოდ) მუსიკის შექმნა და მსმენელისთვის გაზიარება“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქულიოს Gangsta’s Paradise-ის ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი
ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი