Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images
Drake – Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი
Simone Joyner/Getty Images

Spotify-მ 15 მაისს განაცხადა, რომ Drake-მა 2026 წელს პლატფორმაზე ერთ დღეში ყველაზე მეტად მოსმენადი შემსრულებლის, ალბომისა და სიმღერის რეკორდები მოხსნა. ეს არტისტის პირველი სოლო პროექტია 2023 წლის შემდეგ.

2026 წლის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე მეტად მოსმენადი ალბომის ტიტული Iceman-ს ერგო. ეს არის ერთ-ერთი იმ სამი ალბომიდან, რომელიც რეპერმა პარასკევს დილით გამოუშვა, მათ შორის მოულოდნელი რელიზებიც: Maid of Honour და Habibti. სიმღერების კატეგორიაში კი ერთდღიანი რეკორდი ეკუთვნის სინგლს – Make Them Cry, რომელიც Iceman-ის პირველი კომპოზიციაა.

„15 მაისს Drake Spotify-ზე ერთ დღეში 2026 წლის ყველაზე მეტად მოსმენად შემსრულებლად იქცა, ICEMAN – ერთ დღეში წლის ყველაზე მეტად მოსმენად ალბომად, ხოლო ამ დროისთვის Make Them Cry, ერთი დღის განმავლობაში, 2026 წლის ყველაზე მეტად მოსმენად სიმღერად ითვლება”,  – განაცხადა Spotify-მ სოციალურ ქსელებში.

აღსანიშნავია, რომ სამი ალბომის ეს სერია Drake-ის პირველი სოლო პროექტია 2023 წლის For All the Dogs-ის შემდეგ. გასულ წელს კი მან კოლაბორაციული ალბომი Some Sexy Songs 4 U გამოსცა თანამემამულე კანადელ მუსიკოსთან, PARTYNEXTDOOR-თან ერთად.

ალბომ Iceman-ის გამოსვლამდე, პლატფორმაზე 2026 წელს ერთ დღეში ყველაზე მეტად მოსმენილი ალბომის რეკორდს სამხრეთკორეული ბენდის, BTS-ის ალბომი ARIRANG ფლობდა, რომელიც მარტში გამოიცა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ Drake BTS-ის ბენდს ახალ პროექტშიც ახსენებს, კერძოდ Spotify-ს რეკორდსმენ სიმღერაში Make Them Cry.

პარასკევს BTS-ის წევრის, V-ის მიერ ინსტაგრამ სთორში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსმენენ ის და J-Hope ამ სიმღერას და ერთად ცეკვავენ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც Drake მათზე რეპავს (I’m feeling like BTS, ’cause it took the whole career for me to be so discovered) –  ორივე არტისტი გაკვირვებული ერთდროულად იყურება კამერისკენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

შემდეგი სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ნამცხვარი ცხვება” – Kordz-ისა და Luna997-ის ახალი ერთობლივი ნამუშევარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი