„ნამცხვარი ცხვება” – Kordz-ისა და Luna997-ის ახალი ერთობლივი ნამუშევარი

ტრეკი უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე.
ალექსანდრე კორძაია - Kordz
ალექსანდრე კორძაია – Kordz

15 მაისს ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) და მაქსიმე მაჩაიძემ (Luna997) ახალი კოლაბორაციული ტრეკი, სახელწოდებით „ნამცხვარი ცხვება” წარადგინეს. ნამუშევრის მოსმენა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე უკვე შესაძლებელია.

ალექსანდრე კორძაია, სასცენო სახელით Kordz, თანამედროვე მუსიკალური სცენის გამორჩეული პროდიუსერი, კომპოზიტორი და შემსრულებელია. მისი ხელწერა კლასიკური, ორკესტრული და ელექტრონული ელემენტების სინთეზსა და ექსპერიმენტულ ჟღერადობასთან ასოცირდება. Kordz-ის შემოქმედება მრავალი საინტერესო კოლაბორაციით გამოირჩევა. მას არაერთხელ უთანამშრომლია ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ბერიძე და რეპერი DRO. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია პროექტ Kayakata-სთანაც, რომლის წევრიც მაქსიმე მაჩაიძე იყო.

Luna997-ს (მაქსიმე მაჩაიძე) ქართველი მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან უკვე კარგად იცნობს. მისი, როგორც არტისტის პერსონა მრავალმხრივია და მუსიკასთან ერთად, ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

შემდეგი სტატია

ორწლიანი პაუზის შემდეგ 4GB ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი