ქართველი მუსიკოსების კონცერტი გერმანიაში

კონცერტი ბეთჰოვენფესტზე ლიზა ბათიაშვილის რეზიდენციის ფარგლებში 3 ოქტომბერს გაიმართება.

3 ოქტომბერს გერმანიაში, ბონში, ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. კონცერტი ბეთჰოვენფესტზე ლიზა ბათიაშვილის რეზიდენციის ფინალური გამოსვლა იქნება. ქართველი მევიოლინე სცენას თავისი ფონდის, Lisa Batiashvili Foundation-ის სამ სტიპენდიანტთან ერთად გაიზიარებს. ესენი არიან: ცოტნე ზედგინიძე, სანდრო ნებიერიძე და გიორგი მარდალეიშვილი. შესრულდება კამერული მუსიკის ნაწარმოებები, მათ შორის იოსებ ბარდანაშვილის მიერ გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კომპოზიცია. 

კონცერტი ბეთჰოვენფესტის ფარგლებში შედგება, რომელიც 3 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაიმართება. წელს ფესტივალის რეზიდენტი მუსიკოსი სწორედ ლიზა ბათიაშვილი იქნება. დასკვნითი კონცერტის გარდა, ქართველი მევიოლინე Beethovenhalle-ის სცენაზე კიდევ ორჯერ წარდგება – 20 და 25 სექტემბერს დრეზდენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ 20 სექტემბრის კონცერტზე ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტეფანე Mamaflex-თან კოლაბორაციას აანონსებს

შემდეგი სტატია

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი