ოლივია როდრიგოს ბარსელონას შოუ საკონცერტო ფილმად გადაიქცევა

Billions Club Live with Olivia Rodrigo: A Concert Film მალე „სპოტიფაიზე” გამოვა.
ოლივია როდრიგო ბარსელონას Billion Club-ის კონცერტზე
XAVI TORRENT/SPOTIFY

ოლივია როდრიგო თავისი ყველაზე დიდი ჰიტებისა და Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერებისგან შემდგარ შოუს საკონცერტო ფილმად აქცევს. 

26 მაისს „სპოტიფაიმ” განაცხადა, რომ პოპვარსკვლავის ბარსელონას Billions Club Live კონცერტი 27 მაისს სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით გამოვა. ერთჯერადმა შოუმ ესპანეთში მომღერლის 1500 გულშემატკივარი შეკრიბა. შოუზე როდრიგომ თავისი Billions Club-ის ცხრა სიმღერიდან რვა შეასრულა, ასევე იმღერა ფანების საყვარელი სიმღერები პირველი ორი ალბომიდან და OR3-ის მთავარი სინგლი Drop Dead. მინიკონცერტი რამდენიმე დღით უსწრებდა 10 მაისის „ელ კლასიკოს”, სადაც „ბარსელონამ” მისი ისტორიული მეტოქე „რეალ მადრიდი” დაამარცხა და ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა მაისურებში, რომლებზეც როდრიგოს OR ლოგო იყო დატანილი.

Billions Club Live with Olivia Rodrigo: A Concert Film, რომელიც მომღერლის მომავალ ალბომამდე ორი კვირით ადრე გამოვა, მოჰყვება Bad Bunny-ს მსგავს საკონცერტო ვიზუალს, რომელიც „სპოტიფაიმ” გასულ თვეში გამოსცა. პროექტში პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ტოკიოში მის 17 ყველაზე დიდ ჰიტს ასრულებს, მათ შორისაა DtMF,  Baile Inolvidable, Nuevayol და EOO.

ოლივია როდრიგო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტია, რომელსაც სპოტიფაის ექსკლუზიურ Billions Club-ში რამდენიმე სიმღერა აქვს. მისი სადებიუტო ალბომი SOUR კი მეორე ადგილს იკავებს იმ ალბომებს შორის, რომელთა ყველაზე მეტმა სიმღერამაც პლატფორმაზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. 

ნახეთ Billions Club Live With Olivia Rodrigo: A Concert Film-ის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების წლის არტისტი გახდა

შემდეგი სტატია

ზიგი მარლი Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg

ზიგი მარლიმ რვა წლის შემდეგ პირველად გამოუშვა სრული სოლო ალბომი, სახელწოდებით Brightside,  „ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.“ – ამბობს ის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზიგი მარლი Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg

ზიგი მარლიმ რვა წლის შემდეგ პირველად გამოუშვა სრული სოლო ალბომი, სახელწოდებით Brightside,  „ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.“ – ამბობს ის

არტისტი უკვე მომდევნო ალბომზეც მუშაობს. წაიკითხეთ Billboard-ის ინტერვიუ ზიგი მარლისთან.
მეტი

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი