დრეიკი პირველი არტისტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ში 400 სიმღერა დააგროვა

ის ასევე დაბრუნდა Billboard Artist 100-ის ლიდერად.
დრეიკი
MARCELO HERNANDEZ/GETTY IMAGES

დრეიკი ჩარტებში მორიგი შთამბეჭდავი კვირით ბრუნდება სამი ახალი ალბომის – ICEMAN-ის, HABIBTI-სა და MAID OF HONOUR-ის გამოსვლის შემდეგ.

სამივე პროექტმა, რომლებიც ერთდროულად 15 მაისს გამოვიდა, Billboard 200-ის პირველი სამი პოზიცია დაიკავა, რითაც დრეიკი გახდა პირველი არტისტი ჩარტის 70-წლიან ისტორიაში, რომელმაც ტოპ სამეული ერთდროულად დაიკავა.

ICEMAN 2026 წლის ალბომებში წამატებული კვირით მეორე ადგილზეა. მას მხოლოდ BTS-ის ARIRANG უსწრებს. ალბომი დრეიკისთვის Billboard 200-ის ლიდერი მე-15 ჩანაწერია, რითაც მან გადაუსწრო ჯეი-ზისა და ტელორ სვიფტს. რეპერი მხოლოდ The Beatles-ს ჩამორჩება, რომელსაც ჩარტში 19 ლიდერი ალბომი აქვს.

დრეიკის დომინაცია Billboard Hot 100-ზეც ვრცელდება, სადაც ამ კვირაში მისი ერთდროულად 42 სიმღერა შევიდა. ეს შედეგი ერთ კვირაში ერთდროულად ჩარტში მოხვედრილი ყველაზე მეტი სიმღერის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი – 37 სიმღერა – მორგან უოლენს ეკუთვნოდა, რომელმაც 2025 წელს თავისივე, 36 სიმღერის რეკორდი მოხსნა. ხოლო მანამდე, ხუთი წლის განმავლობაში, ამ რეკორდის მფლობელი ისევ დრეიკი იყო, როცა 2018 წლის 14 ივლისით დათარიღებულ ჩარტში მისი 27 სიმღერა შევიდა ალბომიდან Scorpion. Billboard Hot 100-ში ამ კვირას შესული დრეიკის 42 სიმღერიდან 40 დებიუტანტია. 

საერთო ჯამში რეპერმა თავისი ყველა დროის რეკორდები კიდევ უფრო გაზარდა: 47 ჰიტი ტოპ ხუთეულში, 90 სიმღერა ტოპ ათეულში, 154 სიმღერა ტოპ ოცეულში, 241 კი – ტოპ ათეულში. მთლიანობაში, Hot 100-ის ჩარტში მას უკვე 402 სინგლი აქვს.

ამასთანავე, დრეიკი გახდა პირველი არტისტი Billboard Hot 100-ის 67-წლიან ისტორიაში, რომელმაც ჩარტში 400-სიმღერიან ნიშნულს მიაღწია. ის ასევე რჩება ერთადერთ მუსიკოსად, რომელიც კარიერის განმავლობაში 300-ზე მეტჯერ შევიდა ჩარტში. მეორე ადგილს, 276 შესვლით, ტეილორ სვიფტი იკავებს.

ამ მასშტაბური კვირის წყალობით, დრეიკი დაბრუნდა Billboard Artist 100-ის პირველ ადგილზეც, ჯამში 39-ე კვირით, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩარტის 12-წლიან ისტორიაში. ამ შემთხვევაში ლიდერობა 137 კვირით სვიფტს ეკუთვნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზიგი მარლი Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg

ზიგი მარლიმ რვა წლის შემდეგ პირველად გამოუშვა სრული სოლო ალბომი, სახელწოდებით Brightside,  „ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.“ – ამბობს ის

შემდეგი სტატია

Bad Bunny „სათამაშოების ისტორიის” ახალი ნაწილის სამსახიობო გუნდს უერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი