Charli xcx ახალი ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს, რომლის ყდისთვისაც მან მარტინ სკორსეზე მიიწვია

ალბომში შევა მომღერლის მიერ ბოლოს გამოცემული სინგლები: Rock Music და SS26.
Charli xcx
MATT CROSSICK/VARIETY

Charli xcx ახალი ალბომის, Music, Fashion, Film-ის გამოცემის თარიღს ასახელებს. ალბომი 24 ივლისს გამოვა და მასში შევა მუსიკოსის ბოლო ორი სინგლი: Rock Music და SS26. 

აღსანიშნავია პროექტის ყდა, რომელზეც ცოცხალი ლეგენდები არიან გამოსახული. ყდა მოიცავს შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ალბომის სათაურში გაერთიანებული სამი სფეროს – მუსიკა, მოდა, ფილმი – პიონერები არიან გამოსახული: The Velvet Underground-ის ჯონ კეილი, დიზაინერი მარკ ჯეიკობსი და კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე. ყდის ავტორი აიდან ზამირია. 

ჩარლიმ ახლახან ითანამშრომლა ჯონ კეილთან სიმღერაზე House, „ქარიშხლიანი უღელტეხილის” საუნდტრეკის ალბომიდან, რომელიც 2026 წლის თებერვალში გამოვიდა. ბოლო წლებში მომღერალი ასევე იყო მარკ ჯეიკობსის მოდელი და ჩნდებოდა დიზაინერის ტანისამოსის ხაზის კამპანიაში.

ალბომის გამოსვლის ამბავი  ჩარლიმ ინსტაგრამზე დაადასტურა და დაწერა, რომ ჩანაწერი 11 სიმღერისგან შედგება და მისი ქრონომეტრაჟი 30 წუთი და 5 წამია.

პროექტის სახელწოდება SS26-დან მოდის, სადაც ბრიტანელი არტისტი მღერის: „ჩვენ გამოვდივართ პოდიუმზე, რომელიც პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის; არაფერი დაგვიცავს – არც მუსიკა, არც მოდა და არც კინო.”

Music, Fashion, Film ჩარლის პირველი ალბომია 2014 წლის brat-ის შემდეგ, რომელმაც პოპვარსკვლავი საკულტო მეინსტრიმ არტისტად აქცია. ალბომმა დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველი, Billboard 200-ში კი მე-3 პოზიცია დაიკავა. 

ბრიტანულ „ვოგთან” საუბრისას, მომღერალმა აღნიშნა, რომ ახალი ალბომის განსხვავებულმა მიმართულებამ შესაძლოა მსმენელის აზრი ორად გაყოს. „ჩემთვის სახალისოა ფორმების შეცვლა,” – თქვა მან. „თუმცა ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს აღიზიანებთ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია.”

ალბომის გამოცემის შემდეგ, 31 ივლისს ჩარლი ლოლაპალუზას ფესტივალის ჰედლაინერი იქნება, 28-29 აგვისტოს კი დიდი ბრიტანეთის Reading & Leeds ფესტივალზე წარდგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Euphoria-ს შემქმნელის, სემ ლევინსონის თქმით, დრეიკი შოუს ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო და HBO-ს პროექტის დაწყებაში დაეხმარა

შემდეგი სტატია

დეიმონ ოლბარნი local_tour_guide_georgia

Gorillaz-ის ვოკალისტი დეიმონ ოლბარნი საქართველოში იმყოფებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი