დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა დაქორწინება მეორედ, სიცილიაში აღნიშნეს

წყვილი პირველად ლონდონში დაქორწინდა.
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი 2025 წლის მეტ გალაზე
Jamie McCarthy/Getty Images

დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა დაქორწინება მეორედ აღნიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა და მსახიობმა საქორწინო ფიცი ამჯერად პალერმოში, სიცილიაში დადეს. 

ვარსკვლავებით დატვირთული ღონისძიება მე-18 საუკუნის ვილაში შედგა და 300-მდე სტუმარს მასპინძლობდა. ახლადდაქორწინებულებს უმღერა ელტონ ჯონმა, რომელმაც ფორტეპიანოს თანხლებით მათთვის Your Song შეასრულა.

2021 წელს ლიპასა და ელტონ ჯონს გამოშვებული აქვთ სიმღერა Cold Heart, რომლის რემიქსმა (PNAU-ს შესრულებით) Billboard Hot 100-ის მე-7 პოზიცია დაიკავა.

წყვილის სიცილიურ წვეულებას სტუმრების შთამბეჭდავი შემადგენლობა ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ: დონატელა ვერსაჩე, ოლივია დინი, Charli XCX, Tame Impala-ს სოლისტი კევინ პარკერი, მარკ რონსონი და სხვები. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ: კარლ კოქსი, მარტინ გარიქსი, დევიდ გეტა და პეგი გოუ.

წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე, 31 მაისს, ლიპამ და ტერნერმა ოფიციალურად ლონდონში, ვიწრო წრეში იქრორწინეს. ცერემონიის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებში ლიპა სკიაპარელის პიჯაკსა და ქვედაბოლოშია გამოწყობილი და თეთრი ქუდი ახურავს. „21.05.2026” – წერს პოსტის აღწერაში მომღერალი.

ლიპამ ტერნერთან ნიშნობა 2025 წლის ივნისში დაადასტურა. წყვილის რომანის შესახებ ჭორები 2024 წლის იანვრიდან ვრცელდებოდა – მას შემდეგ, რაც ისინი ერთად შენიშნეს Masters of the Air-ის პრემიერის შემდგომ წვეულებაზე. 

2025 წლის დეკემბერში ლიპამ Radical Optimism-ის ტურნე დაასრულა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გასულ თვეში კი მომღერალმა ალბომი Live From Mexico გამოსცა, რომელიც მოიცავს ცოცხალ შესრულებებს მეხიკოში გამართული სამი კონცერტიდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრემიზე ნომინირებული ტალ მაშიახისა და ქართველი ჯაზმუსიკოსის, ხონძის ერთობლივი სიმღერა – Ajaruli

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად 2027 წლის Le Piano Symphonique-ის გახსნაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი