თბილისი პიანო ფესტი 2026 იწყება

ფესტივალი 13-28 ივნისს გაიმართება და ქართული და საერთაშორისო მუსიკალური სცენის გამორჩეულ ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

13 ივნისს სახელმწიფო კონსერვატორიაში სტარტს აიღებს თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის რიგით მეშვიდე გამოშვება. თბილისი პიანო ფესტი 28 ივნისამდე გაგრძელდება და ქართული და საერთაშორისო სცენის გამორჩეულ ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

წელს ფესტივალს ალექსეი ვოლოდინი და ედიტ პენია გახსნიან. პიანო ფესტის სცენაზე ეს მუსიკოსების რიგით მეორე ერთობლივი გამოსვლა იქნება, ამჯერად  შუბერტის, მენდელსონისა და რახმანინოვის პროგრამით. მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან: ნიკოლას ნამორაძე, ანდრიუს ჟლაბისი, პოლ ლუისი, ციპრიენ კაცარისი, სიმონ გრაიში, კონსტანტინ ლიფშიცი. 

ფესტივალი 28 ივნისს ეროვნული სიმფორნიური ორკესტრისა და დუდანა მაზმანიშვილის კონცერტით დაიხურება. საღამოს იტალიელი მაესტრო კარლო პონტი უდირიჟორებს. 

კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება მასტერკლასები ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. 

ბილეთების შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას CONFESSIONS II – The Film უკვე ხელმისაწვდომია

შემდეგი სტატია

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი