ქორწინების დადასტურების შემდეგ ზენდეია ტომ ჰოლანდთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ერთი კვირის წინ ჰოლანდმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა.
ტომ ჰოლანდი და ზენდეია
SONY PICTURES

ზენდეიამ ინსტაგრამზე მისი და ტომ ჰოლანდის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ჰოლანდმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა. 

23 ივნისს გამოქვეყნებულ ფოტოების სერიაში მომღერალი და მსახიობი იტალიაში, ფილმ Spider-Man: Brand New Day-ს ფოტოსესიაზე ლურჯ-წითელი კაბით პოზირებს. ფოტოკარუსელის ბოლო სლაიდში კი ჰოლანდი თავის სამსახიობო პარტნიორსა და უკვე მეუღლეს შუბლზე კოცნის, ზენდეია კი კამერას უღიმის.  

„შემოვირბინე, რომ რომიდან მოგესალმოთ,” – დაწერა ზენდეიამ. 

ეს პირველი ფოტოა, რომელიც მსახიობმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჰოლანდმა ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი უკვე ოფიციალურად დაქორწინებულია. მსახიობმა აღნიშნა, რომ მათ ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მისი და ზენდეიას ქორწილის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და ვირუსულად გავრცელებული ფოტოების არ დაუჯერებიათ, „იმიტომ, რომ ყველანი იქ იყვნენ. ამ თემაზე მხოლოდ ამას გეტყვით.”

ინტერვიუში ჰოლანდმა თავისი მრავალმხრივ ნიჭიერი მეუღლე განსაკუთრებულად შეაქო. „ძალიან სასიამოვნოა ისეთი მყარი ურთიერთობის ქონა, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. მე ჩემი ადამიანი ვიპოვე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. არასდროს მიგრძვნია თავი ასე უსაფრთხოდ და მხარდაჭერილად, როგორც ახლა.”

ზენდეია და ჰოლანდი ერთმანეთს Spider-Man: Homecoming-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ურთიერთობას საიდუმლოდ ინარჩუნებდნენ. წყვილი 2025 წლის იანვარში დაინიშნა. 

ახლა კი, Spider-Man-ის უახლესი ფილმი კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მთავარი როლის შემსრულებლები უკვე ეკრანს მიღმაც დაქორწინებულები არიან. 

ფანები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ზენდეია და ჰოლანდი შესაძლოა ფარულად დაქორწინებულიყვნენ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მსახიობი ამას ოფიციალურად დაადასტურებდა. მან მარტში ინტერვიუში ხუმრობით თქვა: „ქორწილი უკვე შედგა! თქვენ გამოგრჩათ!”

https://www.billboard.com/music/music-news/zendaya-tom-holland-photo-after-confirming-marriage-1236279040/
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

შემდეგი სტატია

Madonna და Charli xcx SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD GETTY IMAGES

Madonna და Charli xcx პარიზში Saint Laurent-ის მოდის ჩვენებაზე გამოჩნდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი