მადონამ და Feid-მა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერა Read My Lips გამოსცეს

სიმღერა Official FIFA World Cup 26 ალბომის ბონუს გამოცემას დაემატა.
მადონა და Feid

მადონას ფანებისთვის სიურპრიზი იყო მისი ახალი რელიზი Read My Lips, რომელიც Official FIFA World Cup 26 ალბომის ბონუს გამოცემას დაემატა. სიმღერა პოპის დედოფლის ორენოვანი კოლაბორაციაა ლათინური წარმოშობის ვარსკვლავთან Feid. სინგლი 25 ივნისს გამოვიდა, როგორც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ალბომის ბონუს გამოცემის ნაწილი. 

Read My Lips მსმენელმა პირველად მადონას დოკუმენტურ ფილმში Confessions II – The Film მოისმინა, რომლის პრემიერაც ამ თვეში ტრიბეკას კინოფესტივალზე შედგა. 13-წუთიანი ვიზუალი მომღერლის მომავალი ალბომის, Confessions II-ის გარშემო ვითარდება და მისი ნახვა „იუთუბზეა” შესაძლებელი. თავად ალბომის გამოსვლა 3 ივლისს იგეგმება.

ალბომის გამოსვლიდან ორ კვირაში, 19 ივლისს, მადონა BTS-სა და შაკირას MetLife სტადიონზე შეუერთდება და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველ halftime show-ზე წარდგება. 

თუმცა აქტიური საქმიანობის მიუხედავად, მადონას თავისი ბიოგრაფიული ფილმი არ დავიწყებია. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მომღერალი ღიად საუბრობდა, თუ რატომ მოუწია პროექტს ამდენჯერ გადადება. „ფილმი ჩემი ცხოვრების შესახებ უნდა გადამეღო. სცენარზე ორი წელი ვმუშაობდი, ორი წელი კი Universal Studios-ში გავატარე, სადაც პროდიუსერები ბიუჯეტსა და კასტინგს აგვარებდნენ. საბოლოოდ კი მე და Universal ბიუჯეტზე ვერ შევთანხმდით, რადგან მე ექსტრაორდინარული ცხოვრება მქონდა. ძალიან მასშტაბური ცხოვრება მქონდა, ამიტომ დიდი ბიუჯეტი მჭირდებოდა.”

როგორ ჩანს, Confessions II სწორედ ამ იმედგაცრუების შედეგად დაიბადა. 

მადონას ბიოგრაფიული ფილმის პროექტი Universal Pictures-მა პირველად 2020 წელს დააანონა. მას შემდეგ, რაც მთავარ როლზე ჯულია გარნერი დამტკიცდა და მადონამ სცენარის ორი სხვადასხვა ვერსია შექმნა, 2023 წელს გავრცელდა ამბავი, რომ სტუდიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. 2025 წლის მაისში პოპის დედოფალმა თანამშრომლობა პროდიუსერ შონ ლევისთან დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მომღერლის ცხოვრებაზე ავტობიოგრაფიული სერიალი უნდა გადაეღოთ. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჯულია გარნერმა მინიშნება გააკეთა, რომ პროექტში კვლავ ჩართული იყო.

ახლახან მსახიობი გამოჩნდა მადონასა და საბრინა კარპენტერის მუსიკალურ ვიდეოში Bring Your Love, რომელიც ივნისში გამოვიდა, როგორც Confessions II-ის მორიგი თიზერი. 

The Official FIFA World Cup 26 Album (Bonus Edition)-ში ასევე მონაწილეობენ: ანდრეა ბოჩელი, Daddy Yankee, Future, The Rolling Stones და სხვები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ ჰარდი CZARFACE-თან ერთად კოლაბორაციულ ალბომს უშვებს

შემდეგი სტატია

JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი