„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
„ჰეკატეს ბაღი“

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური კონცეპტუალური სივრცე, სახელწოდებით „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. პროექტი აერთიანებს მცენარეთა კულტურას, დიზაინს, გასტრონომიას, შემეცნებით აქტივობებს და მას ერთიან გამოცდილებად აქცევს. 

„ჰეკატეს ბაღის“ იდეა ბუნებას ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად აქცევს. პროექტის მთავარი მიზანია, შეკვეთილის ტურისტულ ლანდშაფტს კიდევ ერთი განსხვავებული და საინტერესო დანიშნულების ადგილი შესძინოს და დასვენების კულტურა კიდევ უფრო განავითაროს.

„ჰეკატეს ბაღი“

ახალი სივრცის კონცეფცია ჰეკატესა და მედეას მითოლოგიურ სამყაროს ეხმიანება. ბაღში სპეციალურად მოეწყო „მედეას კუთხე“, სადაც წარმოდგენილია ის მცენარეები და ისტორიებით შთაგონებული დეტალები, რომლებიც უშუალოდ ქართულ მითოლოგიურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამგვარად, „ჰეკატეს ბაღი“ მითოლოგიას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კულტურულ ნარატივს ბუნებასა და გასტრონომიასთან აკავშირებს.

„ჰეკატეს ბაღის” ერთ-ერთ ბირთვს წარმოადგენს ცოცხალი სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება. სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექცია და სურვილის შემთხვევაში, შეიძინონ სასურველი ნერგები. ამ გზით, ადგილზე მიღებული გამოცდილება მხოლოდ სივრცეში სტუმრობით არ სრულდება.

ამასთანავე, სივრცის კონცეფცია მოიცავს მცენარეებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სამზარეულოს, ამ ადგილისთვის სპეციალური რეცეპტით  შექმნილ სასმელებს, ჩაის მდიდარ კოლექციასა და არომატულ პროდუქტებს.

„ჰეკატეს ბაღი“

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.

 „ჰეკატეს ბაღი” სტუმრებისათვის ღიაა ყოველდღე, 14:00-დან 00:00 საათამდე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსემ Morning Dew (Donk)-ის რემიქს ალბომი გამოსცა, რომელშიც ჯეი-ზი მონაწილეობს

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი