მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე
Gilbert Flores/Billboard

31 აგვისტოს პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც, სავარაუდოდ, ახალი მუსიკის გამოშვება დააანონსა. ამასთან, ყურადღება იმ ფაქტმაც მიიქცია, რომ არტისტმა სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. 

აღნიშნულ პოსტში მომღერალი შავ, ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი კამერას პირდაპირ უყურებს. ფოტოს მკვეთრი წითელი ტონი დაჰკრავს, აღწერაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა – MILEY წერია. 

არტისტმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლის სახელიც შეცვალა და ახლა მისი ანგარიში სრული სახელის ნაცვლად @miley-ს სახელით იძებნება.

Billboard დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საირუსის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. 

გრემის მფლობელ არტისტს გასულ წელს გამოცემული Something Beautiful-ის შემდეგ ალბომი აღარ გამოუშვია. ნამუშევარმა Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილს მიაღწია. მანამდე, 2023 წელს, გამოვიდა ალბომი –  Endless Summer Vacation, რომლის სინგლიც Flowers  Billboard Hot 100-ის სათავეში რვა კვირის განმავლობაში ლიდერობდა

როგორც ჩანს, საირუსმა ახალი ეპოქის დაანონსება გასული კვირის დასაწყისში დაიწყო, როდესაც  ქალაქში იდუმალი წითელ-შავი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით: „მალე“. თუმცა, ეს კამპანია დოლი პარტონის,  ქანთრი მუსიკის სუპერვარსკვლავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, რომელიც ამავდროულად მაილი საირუსის ნათლიაც იყო.

„დოლის დაკარგვით გამოწვეული განცდა იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად. ჩვენი ყველაზე ძვიფრასი მომენტები ძალიან პირადული იყო და ეს ასეც დარჩება – ყოველგვარი ბრწყინვალების მიღმა, ჩვენს გულებს შორის“.   – დაწერა ინსტგრამზე მაილი საირუსმა პარტონის გარდაცვალებიდან მეორე დღეს. 

„ერთი რამ ზუსტად ვიცი,  დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი,  ახლა გვერდით ანგელოზი მყავს. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა.  ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი სწორედ მუსიკასა და გარდასახვას ეხებოდა“. – აღნიშნა მაილი საირუსმა. 

ნახეთ მაილის ახალი ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

შემდეგი სტატია

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი