ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard
ედ შირანი – 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი.
John Nacion/Billboard

ედ შირანის ბოლო კონცერტის შემდეგ დეტროიტში, აპარატურის დემონტაჟისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, ექვსი მუშა დაშავდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Detroit Free Press-ის ცნობით, მიჩიგანის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციამ 31 აგვისტოს დაადასტურა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

Billboard-თან გაზიარებულ განცხადებაში ქალაქის სახანძრო სამსახურმა განმარტა, რომ პირველადი დახმარების ჯგუფმა გვიან ღამით მიიღო შეტყობინება და კონცერტის ჩატარების ადგილზე, მრავლობითი დაზიანებების მქონე ექვს პირს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

„საავადმყოფოში ექვსი ადამიანი გადაიყვანეს. ორი მათგანი Superior Ambulance-ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა, რომელიც ღონისძიების პერიოდში ისედაც ადგილზე იმყოფებოდა. ხოლო ოთხი დაშავებული  დეტროიტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზებულთაგან არც ერთი მათგანის დაზიანება სიცოცხლისთვის საშიში არ იყო,  ტრანსპორტირებისას ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ოთხის კი სტაბილური“, – ნათქვამია განცხადებაში.

Billboard ედ შირანის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. მომღერალს მომხდართან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Ford Field-მა – დეტროიტის სპორტულმა და საკონცერტო არენამ, განცხადებაში სახანძრო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდებს „სწრაფი რეაგირებისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „დაზარალებული ადამიანების პატივისცემისა და გამოძიების ობიექტურობის დასაცავად, მიზეზებზე ვარაუდებისგან ამ ეტაპზე თავის შეკავებას ვამჯობინებთ.” 

ედ შირანმა დეტროიტში კონცერტი 29 აგვისტოს, მიმდინარე Loop Tour-ის ფარგლებში გამართა. ტურნე იანვარში დაიწყო და ნოემბერში, შეერთებულ შტატებში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტისა და ლათინოამერიკული ეტაპის შემდეგ დასრულდება.

ბრიტანელი პოპვარსკვლავის ბოლო ალბომი – Play, გასული წლის სექტემბერში გამოვიდა, რომელმაც Billboard 200-ში მე-5 ადგილი, ხოლო დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წელს გამოცემული და დაანონსებული ალბომების კალენდარი

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის მე-8 სეზონი იხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი