წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება. ფესტივალი ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში ტარდება. ის 3 სექტემბერს გაიხსნება და 13 სექტემბერს დაიხურება.
ფესტივალი 19:00 საათზე წინანდლის მამულის ამფითეატრში დაგეგმილი კონცერტით გაიხსნება. აუდიტორიის წინაშე ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და პან-კავკასიური ორკესტრი წარდგებიან. კონცერტზე შესრულდება კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი №1 (თხზ. 35) და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერაზადა“ (თხზ. 35).
2026 წლის სეზონზე წინანდლის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. 11 დღის განმავლობაში აუდიტორია ათეულობით კონცერტს დაესწრება და სცენაზე კლასიკური მუსიკის სამყაროდან არაერთ ვარსკვლავს იხილავს.
უკვე მე-8 წელია, წინანდლის ფესტივალის უცვლელი მხარდამჭერი და წარმდგენია კომპანია „სილქნეტი“.