BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
LISA – SaWaDiKa
LLOUD CO/RCA RECORDS/YOUTUBE

BLACKPINK-ის LISA ენერგიული სინგლით ბრუნდება. მისი სათაურია SaWaDiKa და ის ტაილანდურიდან ქართულ ენაზე „გამარჯობას“ ნიშნავს. ტრეკში არტისტი რეპ პარტიასაც ასრულებს.

ვიდეო 4 სექტემბერს გამოვიდა და ის მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბანგკოკში გადაიღეს. მუსიკალური ნამუშევრის პროდიუსერია Thom Bridges. მინიმალისტური და მძიმე ბასებით გაჯერებული სიმღერის ვიდეოში მაღალი მოდის კვირეულის ესთეტიკასა და დინამიკას ვხედავთ. ვიდეოს რეჟისორი Bang Jae Yeob-ია.

Lifestyle Asia-ს ცნობით, ვიდეორგოლი ტაილანდის ღირსშესანიშნაობების ერთგვარი ტურია. მასში შეხვდებით Hua Lamphong-ის რკინიგზის სადგურს, Soi Charoen Khet 1-ის უბანს და Dib Bangkok-ს – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომელიც გასულ წელს გაიხსნა.

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.

სინგლი მომღერლის, რეპერისა და მსახიობისთვის წელს პირველი სოლო ნამუშევარია. იქამდე LISA-მ მონაწილეობა მიიღო FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნში – Goals. გარდა ამისა, არტისტი დოკუმენტურ ფილმს – Always Lalisa-ს გამოუშვებს. პრემიერა 12 ოქტომბერს შედგება. მომღერალი ასევე ემზადება თავისი რეზიდენციული შოუების სერიისთვის, რომლის სახელწოდებაა Viva La Lisa. შოუები ლას-ვეგასში, Caesars Palace-ის Colosseum-ში 13, 14, 27 და 28 ნოემბერს გაიმართება.

იხილეთ SaWaDiKa-ს ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

შემდეგი სტატია

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი