23 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მაყურებლის წინაშე ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი წარდგება. ანსამბლთან ერთად სცენაზე ვიხილავთ ასევე ქართულ ჯგუფს „შინ.” წარმოდგენა, სახელწოდებით „ორ იბერიას შორის” ქართველი და ესპანელი არტისტების კოლაბორაცია იქნება, სადაც ქართული პოლიფონია და ჯაზური იმპროვიზაცია ანდალუსიურ ფლამენკოსთან გაერთიანდება.
ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს კომპანია ესპანური დასია, რომლის მთავარი ფიგურაც ანტონიო ანდრადეა. კომპანია აერთიანებს ტრადიციულ ფლამენკოს, ცოცხალ მუსიკას, სიმღერასა და ცეკვას. დასს გამართული აქვს წარმოდგენები ისეთ სცენებზე, როგორებიცაა ბერლინის ოპერის თეატრი, ვენის კონცერტჰაუსი, ნიუ-იორკის ჯოისის თეატრი, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმი და სხვ.
ამჟამად დასი მსოფლიო ტურნეში იმყოფება. ჩინეთის თარიღების შემდეგ კომპანია საქართველოს ეწვევა, რის შემდეგაც უკვე გერმანიაში გაემგზავრება. რუსთაველის თეატრის სცენაზე ის სპეციალურად საქართველოსთვის, ზაზა მიმინოშვილთან ერთად შექმნილი პროგრამით წარდგება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.