Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.
Kevin Winter/Getty Images

გრანჟის ლეგენდარულმა ჯგუფმა Nirvana-მ, 27 სექტემბერს MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის საპატიო ჯილდო მიიღო.

ჯილდო ჯგუფის შემორჩენილმა წევრებმა: ბასისტმა კრისტ ნოვოსელიჩმა, დრამერმა დეივ გროლმა და გიტარისტმა პატ სმირმა მიიღეს. საპატიო ჯილდო მათ რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, რომლის ჯგუფიც, Public Enemy, დაახლოებით იმავე პერიოდში ჰიპ-ჰოპის სახეს ცვლიდა, როდესაც Nirvana როკის სამყაროში ახალ ტალღას ქმნიდა. 

„Nirvana არასოდეს დამორჩილებია მეინსტრიმის მოთხოვნებს“, – ასე დაიწყო სიტყვა Chuck D-იმ. „ისინი ყოველთვის საკუთარი ხედვისა და მუსიკალური მიმართულების ერთგულნი რჩებოდნენ. მათი ჟღერადობა ხმამაღალი, ლამაზი და გაბედული იყო, ტექსტები კი – პოეტური, გულწრფელი და ადამიანური. მათმა მუსიკალურმა ვიდეოებმა მთელი ეპოქა შექმნეს. ისინი სრულიად გამორჩეულნი და ყოველთვის უშიშრები იყვნენ იმ დროს, როდესაც დამკვიდრებული წესები მოქმედებდა. დღეს მათი გავლენა პრაქტიკულად ყველა თაობის არტისტის მუსიკაში ისმის.

„მარადიულად მუდამ ის არტისტები რჩებიან, ვინც ბედავს და ყოველგვარი მობოდიშების გარეშე თვითმყოფადობას ინარჩუნებს. არ მგონია, ოდესმე იარსებოს ჯგუფმა, რომელიც Nirvana-ს დაემსგავსება. მათ ეს ეპოქა სრულად დაიპყრეს.” – თქვა  Chuck D-იმ. 

საარქივო კადრებისგან შემდგარი ვიდეოკოლაჟის შემდეგ, სადაც ჯგუფის წევრები თავიანთ მუსიკალურ ვიდეოებს აფასებენ, მათ შორის Smells Like Teen Spirit-ს, In Bloom-სა და Heart-Shaped Box-ს – სცენაზე Moon Persons-ის ჯილდოს მისაღებად ნოვოსელიჩი, გროლი და სმირი ავიდნენ. სიტყვით ნოვოსელიჩი გამოვიდა და მადლობა გადაუხადა ყველას, განსაკუთრებით კი ჯგუფის გარდაცვლილ ფრონტმენს, კურტ კობეინს, ვინც ჯგუფის MTV-ის მემკვიდრეობის შექმნაში შეიტანა წვლილი. 

„ამ ვიდეოების იდეები ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი არტისტის, კურტ კობეინის ხედვიდან დაიბადა. კურტი განუმეორებელი იყო. ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი ჯგუფი, მისი ჟღერადობა თუ ესთეტიკა ამდენი ადამიანისთვის ასე ბევრს ნიშნავდა, თუმცა საბოლოოდ მუსიკამ საკუთარი ცხოვრება შექმნა და გზა გაიკვალა. Nirvana-ს გამოძახილი დღესაც ასე ძლიერად იმიტომ ჟღერს, რომ ხალხს ისევ აქვს ავთენტურობის მოთხოვნილება. ნამდვილისა და უკომპრომისოსი. რაღაც ისეთის, რაც გეუბნება, რომ სრულიად ნორმალურია, იყო ისეთი, როგორიც ხარ. კურტს ეს ჯილდო ძალიან მოეწონებოდა.“ – თქვა ნოვოსელიჩმა. 

Nirvana-მ კარიერის განმავლობაში ხუთი VMA-ის ჯილდო მიიღო, მათ შორის ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა „საუკეთესო ალტერნატიული ვიდეოს“  კატეგორიაში სიმღერებისთვის: Smells Like Teen Spirit (1992), In Bloom (1993) და Heart-Shaped Box (1994). 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიანუ რივზს პიტერ ჰუკის კონცერტზე Love Will Tear Us Apart მიუძღვნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი