სელინ დიონი კონცერტის დროს სცენაზე წაიქცა

სუპერვარსკვლავმა სიმღერის შესრულებისას წონასწორობა დაკარგა, თუმცა გამოსვლა პროფესიონალურად განაგრძო.
სელიონ დიონი 2026 წლის პარიზის მოდის კვირეულზე
AURORE MARECHAL/GETTY IMAGES

სელინ დიონს იმხელა კარიერა აქვს, რომ უკვე კარგად იცის – სცენაზე მომხდარი ინციდენტი შოუს ვერ გააჩერებს. 

ოთხშაბათს, პარიზის რეზიდენციის ფარგლებში გამართულ კონცერტზე, სუპერვარსკვლავი სცენაზე საკმაოდ ძლიერად წაიქცა. თუმცა სწრაფადვე წამოდგა, მაყურებელს ცერა თითი უჩვენა და სიმღერა განაგრძო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება დიონი სცენაზე Dans un autre monde-ის შესრულების დროს – ფრანგულენოვანი სიმღერის, რომელიც მის ამჟამინდელ საკონცერტო პროგრამაშია. ერთ მომენტში კი, როცა მომღერალი ცალ ფეხზე ხტუნვას ცდილობს, ფეხი უსრიალდება და ძირს ეცემა. 

დიონი იატაკზე დიდხანს არ დარჩენილა. ის მაშინვე წამოდგა ფეხზე და მაყურებელს დასამშვიდებლად ცერა თითი უჩვენა. შემდეგ კი სიმღერა განაგრძო. 

ეს მომღერლის პარიზული რეზიდენციის ფარგლებში დაგეგმილი 26 კონცერტიდან მე-11 შოუ იყო. რეზიდენცია 12 სექტემბერს დაიწყო და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დიონის სცენაზე დაბრუნებას აღნიშნავს. ამჟამინდელი საკონცერტო სერია 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 2027 წლის მაისისთვის კი დამატებით 10 შოუა დაგეგმილი. 

პარიზის კონცერტები მომღერლისთვის განსაკუთრებული დაბრუნებაა, რადგან ბოლო რამდენიმე წელია ის გაშეშებული ადამიანის სინდრომს ებრძვის – იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას, რომლის შესახებაც მან საზოგადოებას 2022 წლის დეკემბერში გაუმხილა. აღნიშნულმა მდგომარეობამ გამოიწვია კუნთების სპაზმი და იმოქმედა მომღერლის სიარულისა და სიმღერის უნარებზე. საბოლოოდ კი დიონი იძულებული გახდა, დაგეგმილი კონცერტები გაეუქმებინა. 

მომღერალი გულწრფელად საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისთვის ეს პერიოდი. 2024 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში I Am: Celine Dion ის აღწერდა, თუ როგორ იყო დამოკიდებული მედიკამენტებზე, რათა ყოველდღიური ფუნქციონირება შეძლებოდა და რამდენად რთული იყო ემოციურად ამ ყველაფრის დამალვა. 

თუმცა ის ახლა კვლავ სცენაზეა და, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სვლა განაგრძოს მაშინაც, როცა ყველაფერი იდეალურად არ მიდის. 

დიონის დისკოგრაფიაში უამრავი ცნობილი სიმღერაა, რაც მის სცენაზე დაბრუნებას კიდევ უფრო ნოსტალგიურსა და მნიშვნელოვანს ხდის. მას Billboard Hot 100-ის ჩარტში ოთხი ლიდერი ჰიტი აქვს: The Power of Love – რომელმაც ჩარტში 33 კვირა გაატარა, Because You Loved Me, My Heart Will Go On და I’m Your Angel.

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

გარდაიცვალა მუსიკოსი ვოვა მოგელაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი