74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი გიტარისტი და მომღერალი ვოვა მოგელაძე. მუსიკოსი ცნობილი იყო, როგორც ქართული ბლუზის პიონერი. სწორედ მან დააფუძნა ჯგუფი Blues Mobile Band, რომლის გიტარისტი და ვოკალისტიც თავადვე იყო. ჯგუფი 1985 წელს ჩამოყალიბდა და არაერთი კონცერტი გამართა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1989 წელს დანიის როკფესტივალზე მოხვედრის შემდეგ ბენდის ხანგრძლივი და მრავალწლიანი ევროპული ვოიაჟი დაიწყო. უცხოური გამოცემები ვოვა მოგელაძის შესრულებას ელვინ ლისა და ჯონი ვინტერს ადარებდნენ.
Blues Mobile Band-ს რამდენიმე ალბომი აქვს გამოშვებული ნიდერლანდებში, დანიასა და საქართველოში. მათი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია 1995 წლის ალბომი Out In The Blue.
ბენდი ამ დრომდე განაგრძობდა შემოქმედებით ცხოვრებას და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებასა თუ პროექტში.