Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
Bad Bunny
GLADYS VEGA/GETTY IMAGES

„ბილბორდის” ლათინური სიმღერების ჩარტის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გამოცემამ ორი სპეციალური რეიტინგი გამოაქვეყნა: ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერები და ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლები. 

არტისტების სიაში პირველ ადგილს Bad Bunny იკავებს. ჩარტის ყველაზე წარმატებული სიმღერების რეიტინგში კი ლუის ფონსისა და  Daddy Yankee-ს Despacito, ჯასტინ ბიბერის მონაწილეობით. 

ამ ხნის განმავლობაში ყოველკვირეულ ჩარტში პირველ პოზიციას ჯამში 400-ზე მეტი სიმღერა იკავებდა, რომელთა ავტორებიც 200-მდე სხვადასხვა შემსრულებელი იყო. სიმღერა, რომელიც პირველი ჩარტის სათავეში მოექცა, ხუან გაბრიელის Yo No Sé Qué Me Pasó იყო. ამჟამინდელი ლიდერობა კი კეროლ ჯის BbY WOW-ს ეკუთვნის. 

წარმოგიდგენთ ლათინური სიმღერების ჩარტის ისტორიაში საუკეთესო 10 შემსრულებელსა და სიმღერას. 

„ბილბორდის” ლათინური სიმღერების ჩარტის ყველა დროის საუკეთესო არტისტები:

  1. Bad Bunny
  2. ენრიკე იგლესიასი
  3. ლუის მიგელი
  4. Daddy Yankee
  5. კრისტიან კასტრო
  6. Chayanne
  7. შაკირა
  8. ჯეი ბალვინი
  9. მარკო ანტონიო სოლისი
  10. რომეო სანტოსი
Bad Bunny Super Bowl Halftime Show-ზე
THEARON W. HENDERSON/GETTY IMAGES

ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების შემსრულებელთა სიაში Bad Bunny-ს ლიდერობა მისი კარიერის შთამბეჭდავ მიღწევებს ასახავს. 2016 წლიდან მას ჩარტში რეკორდული რაოდენობის, 191 სიმღერა აქვს. ამასთანავე – ჩარტის 17 ლიდერი და ტოპ ათეულში შესული 89 სიმღერა. ამ წარმატების ცენტრში კი DTMF დგას, რომელმაც 2025 წლის იანვრიდან ამ წლის აგვისტომდე ჩარტის ლიდერ პოზიციაზე რეკორდული, 72 კვირა გაატარა. სიმღერა 10 ოქტომბრის რეიტინგშიც მეორე ადგილს იკავებს. 

რეიტინგის მეორე ადგილზეა ენრიკე იგლესიასი. სწორედ მას ეკუთვნის ყოველკვირეული ჩარტის ლიდერი სიმღერების რაოდენობის რეკორდი. 1995-2016 წლებში იგლესიასის 27 სიმღერა მოხვდა ჩარტის სათავეში. მეორე ადგილს კი 17 სიმღერით Bad Bunny იკავებს.

ქალ შემსრულებლებს შორის სიაში მე-7 პოზიციით შაკირა ლიდერობს. მას მოსდევს ანა გაბრიელი მე-11 ადგილზე და კეროლ ჯი – მე-12 ადგილზე. გლორია ესტეფანი რეიტინგში 21 პოზიციაზეა. ის კვლავაც რჩება ქალ შემსრულებლად, რომელსაც ჩარტის ყველაზე მეტი, 15 ლიდერი სიმღერა აქვს. 

ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერები:

  1. Despacito, ლუის ფონსი და Daddy Yankee feat. ჯასტინ ბიბერი
  2. Propuesta Indecente, რომეო სანტოსი 
  3. DTMF, Bad Bunny
  4. DÁKITI, Bad Bunny & ჯეი კორტესი
  5. A Puro Dolor, Son by Four
  6. Si Tu Supieras, ალეხანდრო ფერნანდესი
  7. RITMO (Bad Boys for Life), Black Eyed Peas X ჯეი ბალვინი
  8. No Me Doy Por Vencido, ლუის ფონსი
  9. El Perdón, Nicky Jam და ენრიკე იგლესიასი
  10. Me Porto Bonito, Bad Bunny & Chencho Corleone
ლუის ფონსი და Daddy Yankee
SERGI ALEXANDER/GETTY IMAGES

სახელწოდებისგან განსხვავებით, Despacito-ს („ნელა) წარმატებას ჩარტებში, შეიძლება ყველაფერი ვუწოდოთ ნელის გარდა. 2017 წელს გამოცემული ჰიტი კვლავ პირველ ადგილს იკავებს ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგში. მან 110 კვირა გაატარა ჩარტში, მათ შორის 56 – ლიდერ პოზიციაზე.  

მეორე ადგილზეა რომეო სანტოსის Propuesta Indecente. 2013-2014 წელს 4-კვირიანი ლიდერობის შემდეგ მან ლათინური სიმღერების ჩარტში ჯამში რეკორდული, 125 კვირა გაატარა. 

რეიტინგში Bad Bunny-ს მიერ შესრულებული ორი სიმღერა მოხვდა: DtMF – მესამე, ხოლო DÁKITI – მეოთხე ადგილზე. 

როგორც არტისტების ნაწილში, სიმღერების რეიტინგშიც ქალ შემსრულებლებში საუკეთესო შედეგი აქაც შაკირას ეკუთვნის. La Tortura, რომელსაც ალეხანდრო სანსთან ერთად ასრულებს, სიის მე-12 ნომერია. 25-ე პოზიციას კი სელენას No Me Queda Más იკავებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გარდაიცვალა მუსიკოსი ვოვა მოგელაძე

შემდეგი სტატია

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი