ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კომპოზიციების რემიქსები გამოუშვეს

ნამუშევრები ლეიბლ Prrrrrrr Records-ზე გამოვიდა.
kordz, Tamriko Kordzaia – 13 Years (Nini Nutsubidze Remix); Anushka Chkheidze – Very Sad Melody Remix
Studio Garage

ორმა ქართველმა არტისტმა – ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ  Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კომპოზიციების ახალი რემიქსები გამოუშვეს. ნამუშევრები ლეიბლ Prrrrrrr Records-ზე გამოვიდა. რემიქსები ალბომ Find Me-ის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციების ახლებური ჟღერადობაა.

მომღერალმა და პროდიუსერმა ნინი ნუცუბიძემ კომპოზიცია 13 Years-ის ალტერნატიულ ვერსიაზე იმუშავა და მას ინდივიდუალური, მისთვის დამახასიათებელი ტექსტურისა და ჟღერადობის ხასიათი შესძინა. 

ანუშკა ჩხეიძემ Very Sad Melody-ს გარემიქსებული ვერსია წარადგინა. არტისტმა ნაწარმოები მედიტაციურ ჟღერადობაში გადაიყვანა. რემიქსი ორიგინალი კომპოზიციის სიღრმეებს იკვლევს და არ კარგავს ავტორების – Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას პირველსაწყის ხასიათს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი