კლუბი „მტკვარზე“ არსებულ სივრცეში ფუნქციონირებას წყვეტს

გადაწყვეტილების მიზეზი შენობის გასხვისება გახდა.
MTKVARZE IG

თბილისის ელექტრონული მუსიკის კლუბი „მტკვარზე“, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროზე, 14 წლის წინ გაიხსნა. კლუბის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, დაწესებულება ამ ლოკაციას ტოვებს და სივრცეს ხურავს. გადაწყვეტილების მიზეზი შენობის გასხვისება გახდა.

კლუბის წარმომადგენლების თქმით, არსებულ სივრცეში დაგეგმილია გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები, რის შემდეგაც ლოკაცია საბოლოოდ დაიხურება.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ბოლო დაბადების დღეა აქ. „მტკვარზეს“ შენობა გაიყიდა, რაც ჩვენთვისაც ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც თქვენთვის აღმოჩნდება. ჩვენი მომრგვალებული სახურავის ქვეშ ცოტა გასატარებელი ღამე დაგვრჩა და გვინდა ეს ღამეები განსაკუთრებული იყოს, ამისთვის შესაბამისადაც ვემზადებით და ვიცით, რომ არც თქვენ მოგვაკლებთ ყურადღებას. დიდი მადლობა ნდობისთვის და ერთად შეგროვებული უამრავი მოგონებისთვის.

ჩვენი ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა თბილისში ბევრი კლუბი არ ყოფილა და ალბათ ჩვენც ბოლომდე არ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, მაგრამ გვქონდა ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული; და გვქონდა მონდომება, რომ ეს ყველაფერი, რაც მოგვწონდა და წარმოგვედგინა, უფრო საინტერესო ფორმაში გადმოგვეცა. რას ვაკეთებთ, ბოლომდე არც ახლა ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გრძელი გზა გავიარეთ, ბევრჯერ ვთქვით, რისი თქმაც გვინდოდა და ვიპოვეთ უამრავი ახალი ფორმაც; მაგრამ ეს გზა მართლაც უსასრულოა და ჩვენი შთაგონება ალბათ ისევ მდინარეა, რომლის მოუხელთებლობაც ჩვენი დაუსრულებელი ოდისეის ნაწილია,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზატორები გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდიან არტისტებს, გუნდის წევრებსა და სტუმრებს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. კლუბის ადმინისტრაცია ასევე მიანიშნებს ახალ სივრცესა და სამომავლო გეგმებზე, რომელთა შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ეს დასასრული არ არის. ჩვენი მოგზაურობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, გამოწვევებისთვის მზად ვართ და ამ წინააღმდეგობას ახალ შესაძლებლობად ვაქცევთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების, თქვენი ნდობის, სიყვარულის და ჩვენი საერთო მემკვიდრეობის, რომელსაც არ დავკარგავთ და ქალაქს ახალ, საოცარ ადგილს ვაჩუქებთ. მთავარი ადამიანები არიან და არა შენობები, მუსიკის და ერთად ყოფნის სიყვარული და არა კედლები; კავშირები, რომლებიც ამ წლების მანძილზე ჩამოვაყალიბეთ, მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით და გამოცდილებები, რომლებმაც ერთმანეთთან დაგვაახლოვა.

ახალი თავგადასავალი კი მალე დაიწყება.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საშა ბარონ კოენმა The Tonight Show-ში Beck-ის მუსიკალურ ნომერში მიიღო მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი