თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
Ecco2k – Aldehydes and Ketones
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელ-შვედი არტისტი Ecco2k (ზაკ აროგუნდადე) მსმენელს ახალი სოლო ნამუშევრით – Aldehydes & Ketones-ით უბრუნდება. კომპოზიციის პროდიუსერი ცნობილი შვედი მუსიკოსი Gud-ია (კარლ-მიკაელ გორან ბერლანდერი).

სიმღერას თან გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკით შექმნილი ვიდეოკლიპი ახლავს, რომელშიც Ecco2k სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალფეროვან ლოკაციებზე ჩნდება. ვიდეოს გადაღებები ექვსი წლის განმავლობაში, 12 ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის არის საქართველოც.

Ecco2k-ის ნამდვილი სახელია ზაკ აროგუნდადე. ის ბრიტანელ-შვედი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ვიზუალური არტისტია, რომელიც თანამედროვე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის სცენაზე მუსიკისა და ვიზუალური ესთეტიკის შერწყმით გამოირჩევა. ის შვედური მუსიკალური კოლექტივის, Drain Gang-ის, ერთ-ერთი დამფუძნებელია. კოლექტივის შემოქმედება ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკისა და ატმოსფერული ჟღერადობის ელემენტებს აერთიანებს.

Ecco2k მუსიკასთან ერთად ვიზუალურ მიმართულებაზეც მუშაობს და საკუთარი ნამუშევრებისთვის ვიდეოკლიპების შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. მისი სადებიუტო სოლო ალბომი E 2019 წელს გამოვიდა, 2021 წელს კი მინიალბომი PXE გამოუშვა. 2022 წელს მან Bladee-სთან ერთად ალბომი Crest გამოსცა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსპერიმენტულ ჟღერადობას, ვიზუალურ თხრობასა და პიროვნების იდენტობის თემებს.

არტისტის შემოქმედებითი გზა 2004 წელს დაიწყო, როდესაც თავის თანაკლასელ Bladee-სთან ერთად ჯგუფი Krossad დააარსა. მუსიკის პარალელურად, ის აქტიურად მოღვაწეობს მოდის ინდუსტრიაშიც: 2007 წელს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Alaska შექმნა, მოგვიანებით კი ცნობილ შვედურ ფეხსაცმლის ბრენდ Eytys-თან თანამშრომლობდა.

2013 წელს ბავშვობის მეგობრებთან,  Bladee-სთან, Thaiboy Digital-სა და Whitearmor-თან ერთად საკულტო მუსიკალური კოლექტივი – Drain Gang დააარსა. Ecco2k კოლექტივის ალბომებსა და ვიდეოკლიპებში საკვანძო როლს ასრულებდა. 2019 წელს მან გამოუშავა სადებიუტო სოლო ალბომი E, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი აღიარება მოიპოვა. ამას მოჰყვა 2021 წლის მინიალბომი PXE და 2022 წლის კოლაბორაციული ჩანაწერი Crest. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვიარ თემატიკას.

Ecco2k-ის ახალი ნამუშევრის, Aldehydes & Ketones-ის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი, მონტაჟის ავტორი და ოპერატორი თავად არტისტია. სხვადასხვა დროსა და გარემოში გადაღებული კადრები ვიდეოს ვიზუალურ თხრობას ქმნის, საქართველოს კი იმ მრავალფეროვანი გეოგრაფიის ნაწილად წარმოაჩენს, რომელიც ვიდეოს კონცეფციას განსაზღვრავს. 

ახალი ტრეკის პროდიუსერი Gud – იგივე კარლ-მიკაელ გორან ბერლანდერი, შვედი დიჯეი, მუსიკალური პროდიუსერი და რეპერია. ის განსაკუთრებით ცნობილია სტოკჰოლმში დაფუძნებული კოლექტივის, Sad Boys-ის წევრობით, სადაც Yung Lean-თან და Yung Sherman-თან ერთად თანამშრომლობს.

Sad Boys-თან თანამშრომლობის გარდა, Gud-ს გამოშვებული აქვს მინიალბომი Beautiful, Wonderful, ხოლო ამერიკელ რეპერ Rx Papi-სთან ერთად, ალბომი Foreign Exchange. ფსევდონიმით Rooster მან ასევე გამოსცა მინიალბომი Rooster Debut და Rooster Slipped.  Gud ასევე თანამშრომლობდა ისეთ არტისტთან, როგორიცაა Halsey, ხოლოს მისმა რემიქსებმა – Jacques Greene, Tinashe კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ნახეთ კლიპი და მოუსმინეთ კომპოზიციას: Ecco2k – Aldehydes & Ketones: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი