მანანა დოიჯაშვილის სახელობის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ფესტივალი 4 დეკემბრიდან 20 დეკემრის ჩათვლის გაიმართება და მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს გააერთიანებს.

4 დეკემბერს სტარტს აიღებს მანანა დოიჯაშვილის სახელობის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს, სადაც მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარდგებიან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჯაზის, საფორტეპიანო, საორგანო, ვოკალური, კამერული და სიმფონიური მუსიკის საღამოებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. 

გამხსნელ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგება არი ჰოენიგის ტრიო. ჰოენიგი საერთაშორისოდ აღიარებული ჯაზმუსიკოსი, დრამერი, კომპოზიტორი და პედაგოგია, რომელიც ცნობილია დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის უჩვეულო მიდგომით, სადაც აქცენტი რთულ რიტმებზე კეთდება. მას გამოცემული აქვს 14 ალბომი, 3 საგანმანათლებლო წიგნი და 4 DVD, ასევე სიმღერების კრებული. მისი ჯგუფი ამჟამად გასტროლებს მსოფლიოს გარშემო მართავს და რეგულარულად გამოდის ლეგენდარულ ჯაზკლუბში Smalls. სხვადასხვა დროს ჰოენიგი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: შირლი სკოტი, ჟან-მიშელ პილკი, მაიკ სტერნი, კენი ვერნერი, ჯოშუა რედმანი, უეინ კრანცი, კურტ როზენვინკელი, რობერტ გლასპერი, რიშარ ბონა, კრის პოტერი, ტუტს ტილემანსი, პეტ მარტინო და ბილი ჩაილდსი. 4 დეკემბერს კი მასთან ერთად სცენაზე წარდგებიან ნიუ-იორკის ჯაზსამყაროს ცნობილი რეზიდენტები: გადი ლეჰავი (ფორტეპიანო) და ალონ ნირი (კონტრაბასი).

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე. 

20 დეკემბრის ჩათვლით ფესტივალი ჯამში 6 კონცერტს უმასპინძლებს. სიმფონიური მუსიკის საღამო შედგება 9 დეკემბერს, სადაც ალესანდრო ბონატოს დირიჟორობით სოლისტი გიორგი ვაჩნაძე და გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი წარდგებიან. 12 ოქტომბერს ელენა ბაშკიროვა საფორტეპიანო მუსიკის საღამოს გამართავს, 17 დეკემბერს კი ანრი დემარკეტისა და გიორგი ვაჩნაძის მონაწილეობით კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. ნინო სურგულაძე და ოთარ ჯორჯიკია იმღერებენ 19 დეკემბერს ვოკალური მუსიკის საღამოზე. კონცერტზე დაუკრავს ფესტივალის ორკესტრი, რომელსაც რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. 20 დეკემბერს კი ფესტივალი საორგანო მუსიკის კონცერტით დაიხურება. მაყურებლის წინაშე ფელიქს ჰელი წარდგება. 

„საახალაწლო მუსიკალური შევედრები” 1998 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციისა და პიანისტისა და პროფესორის, მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საშემსრულებლო და სასცენო ხელოვნების განვითარებას, საკონცერტო ცხოვრების გააქტიურებას, ჯაზის, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაცნობას. ფესტივალი ასევე საშუალებას აძლევს ფართო აუდიტორიას, ცოცხლად მოუსმინონ მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებსა და შემსრულებლებს.

2023 წლიდან ფესტივალს მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი