იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი
L. Cohen/WireImage

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ამერიკა მომხდარის გააზრებას ცდილობდა, ქვეყნის ალბომების ჩარტის პირველ ადგილს ქაოტური, მძაფრი და უკომპრომისო ალტერნატიული მეტალჯგუფი – System of a Down ალბომ Toxicity-ით იკავებდა. ნამუშევარი სავსე იყო კომპოზიციებით, რომლებიც  ღიად აპროტესტებდა ომს, ეჭვქვეშ აყენებდა ხელისუფლების ძალაუფლებას და მსმენელს მოუწოდებდა, თვალი გაესწორებინათ მათ გარშემო არსებული რეალობისთვის.

System of a Down-ის ალბომი Toxicity 11 სექტემბრის ტერაქტებისა და შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით არ შექმნილა, თუმცა ის იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მუსიკალურ ნამუშევრად იქცა. სომხური წარმოშობის ჰოლივუდურმა ოთხეულმა მოულოდნელად მოიპოვა ფართო აღიარება. ჯგუფმა მსმენელის ყურადღება გამორჩეული ჟღერადობით მიიპყრო, რომელშიც ერთმანეთს გიტარის მძიმე რიფები, შთამბეჭდავი ჰარმონიები, უჩვეულო იუმორი და მკაფიო პოლიტიკური გზავნილები ერწყმოდა. 

ამ თვეში პოდკასტი Greatest Pop Stars მსმენელს თავისი ტრადიციული სერიის, Vintage Pop Stardom-ის ახალ მინი-სერიას – Vintage Almost-Pop Stardom-ს სთავაზობს. ოქტომბრის განმავლობაში წამყვანები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხუთ გამორჩეულ არტისტს განიხილავდნენ და მათი კარიერის იმ პერიოდს იხსენებდნენ, როდესაც წარმატებითა და პოპულარობით თითქმის პოპვარსკვლავებს მიუახლოვდნენ. 

ამ კვირაში სერია Vulture გამორჩეულ ჟურნალისტ კრეიგ ჯენკინსთან ერთად სრულდება. საუბრის მთავარი თემა System of a Down-ის თავბრუდამხვევი 2001 წელია – პერიოდი, როდესაც ჯგუფი ჩარტების სათავეში მოექცა და მუსიკითა და მწვავე გზავნილებით საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მაშინ მათი შემოქმედება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი მათი აქტუალობა და წარმატება კიდევ უფრო გაიზარდა.  

პოდკასტში 2001 წლის System of a Down-ის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა  დაისვა: რა გარემოებებმა შეუწყო ხელი იმას, რომ ასეთი მძაფრი, არტისტული და აშკარად გამომწვევი მეტალის ჟღერადობის მქონე ჯგუფი Billboard-ის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა? როგორ აისახა მუსიკაზე ჯგუფის ოთხი წევრის განსხვავებული ხასიათი? რა გავლენა იქონია Clear Channel-ის მემორანდუმმა სიმღერა Chop Suey!-ის რადიოეთერში გაშვებაზე? როგორ შეხვდა საზოგადოება სერჟ ტანკიანის ესეს Understanding Oil და როგორ გაუმკლავდა მუსიკოსი კრიტიკას? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჟურნალმა SPIN-მა Toxicity 2001 წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა? და,  ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისევ ჩაწერს თუ არა ჯგუფი ახალ მუსიკას? 

ეს ყველაფერი შეგიძლიათ მოისმინოთ პოდკასტში Greatest Pop Stars, სადაც System of a Down-ის 2001 წლის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია თავმოყრილი.

გამოიწერეთ Greatest Pop Stars პოდკასტი Apple Music-ზე ან Spotify-ზე, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი