Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images
Cardi B – გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena
Robyn Beck/AFP/Getty Images

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ Hoptoberfest-ზე გამოსვლისას Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერმა რეპერმა, აუდიტორიას მიმართა: „ჯანდაბა, ეს სემესტრი აუცილებლად უნდა ჩააბაროთ! და პასუხებს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“, – უთხრა მან შეკრებილებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Cardi B ხელოვნური ინტელექტის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. ჯერ კიდევ თებერვალში მან Twitter-ზე დაწერა, თუ როგორ გახდნენ მისი ოჯახის წევრები Facebook-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი: „გაათავისუფლეთ ჩემი ასაკოვანი ნათესავები Facebook-ის ხელოვნური ინტელექტისგან“, – დაწერა გრემის მფლობელმა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ Cardi B Hoptoberfest-ის მთავარ შემსრულებლად ბოლო წუთს შეირჩა. უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის (HOP) მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული ჰელოუინის ღონისძიებაზე თავდაპირველად კანადელი მომღერალი Daniel Caesar უნდა გამოსულიყო, თუმცა მან მოულოდნელად  კონცერტის გაუქმება გადაწყვიტა.

სტუდენტური გამოცემა The News-Letter წერს, რომ ბილეთების მფლობელებმა ცვლილების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეიტყვეს: „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო Daniel Caesar ვეღარ შეძლებს გამოსვლას. თუმცა, მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი ახალი მთავარი შემსრულებელი CARDI B-ია“ 

როგორც აღმოჩნდა სტუდენტებს ბოლო წუთს მომხდარი ცვლილება დიდად არ სწყენიათ.

„Daniel Caesar-ის გამოსვლას ნამდვილად მოუთმენლად ველოდი, რადგან მის მუსიკას საკმაოდ ხშირად ვუსმენ, როდესაც გავიგე, რომ მას Cardi B შეცვლიდა, ცოტა გამიკვირდა და სიმართლე გითხრათ, თავიდან ყალბი ინფორმაცია მეგონა. ახლა Cardi B-ის გამოსვლას ნამდვილად მოუთმენლად ველოდები და ვფიქრობ, ძალიან სახალისო იქნება. განსაკუთრებით გამიხარდება მისი ძველი ჰიტების მოსმენა“. – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა სტუდენტმა. 

ცნობისთვის, Cardi B ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში X Spaces-სა და Instagram Live-ზე გაკეთებული განცხადებებითაც მოექცა. თავდაპირველად მან რეპერებს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტები მისთვის უკვე მოსაწყენია.

„სიმართლე გითხრათ, ამ ქალ რეპერებთან დაპირისპირება აღარ მაინტერესებს. მათზე საერთოდ არ ვნერვიულობ. გულწრფელად რომ ვთქვა, ქალ რეპერებთან კინკლაობა არ მსიამოვნებს, რადგან ეს უკვე მოსაწყენი გახდა.“ – აღნიშნა მან.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი მომღერალმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება წარმატებამ და ფინანსურმა კეთილდღეობამ გარშემომყოფების დამოკიდებულება შეცვალოს.

„წარმატების მიღწევა ძალიან საშიში გახდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე აღარ იცი, ვინ არის შენს მიმართ გულწრფელი, არამედ იმიტომაც, რომ ვერ ხვდები, ვის შეიძლება შენი ფარულად შურდეს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ შეიძლება ვიღაცას გულწრფელად გულშემატკივრობდე, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდე, მას კი სულაც არ ჰქონდეს ამის სურვილი.“ – აღნიშნა Cardi B-იმ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მერაია კერი 2026 წლის საშობაო სეზონს სადღესასწაულო კამპანიითა და ალბომის მინიშნებით ხსნის

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო პირველ საშობაო სიმღერას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი