ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
ემინემი
Priscilla Grant/Everett Collection

ემინემის Hot 100-ის ლიდერი Not Afraid მიჩიგანის სენატორობის კანდიდატის, აბდულ ელ-საიედის საარჩევნო კამპანიის ვიდეოში გაჟღერდა. დემოკრატმა კანდიდატმა ვიდეო 3 ნოემბრის დილას, არჩევნების დღეს გამოაქვეყნა. 

„მიჩიგანო, დროა. ახლა ჩვენზეა, რომ ვაჩვენოთ ქვეყანას, რისი მიღწევაა შესაძლებელი. მსოფლიო გვიყურებს“, – დაწერა ელ-საიედმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ემინემს ელ-საიედის კამპანიაში მისი სიმღერის გამოყენებაზე კომენტარი არ გაუკეთებია და 2026 წლის შუალედურ არჩევნებში არც რომელიმე კანდიდატისთვის გამოუხატავს საჯარო მხარდაჭერა. გამოცემა The Detroit News-ის ინფორმაციით, კამპანიის ავტორებს რეპერისთვის სიმღერის გამოყენების ნებართვაზე არ მიუმართავთ. 

2024 წელს ემინემი დეტროიტში, კამალა ჰარისის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე გამოჩნდა, 2020 წელს კი მისი სიმღერა Lose Yourself ჯო ბაიდენის საარჩევნო რეკლამაშიც გაჟღერდა.

ახლახან რეპერმა მონაწილეობა მიიღო დეტროიტელი Kid Rock-ის სიმღერაში Heal My Faith, სადაც ემინემი მათ ხანგრძლივ მეგობრობაზე რეპავს და პოლიტიკური თუ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს. Kid Rock ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპს. სიმღერის გამოსვლის შემდეგ ემინემმა განმარტა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის. მე ჩემს ძველ მეგობართან ერთად მუსიკის შექმნა ავირჩიე. ვლოცულობ ყველა ჩვენგანისთვის.”

რაც შეეხება ელ-საიედის საარჩევნო კამპანიას, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ორშაბათ საღამოს დეტროიტში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები მუსიკოსმა Common-მაც შეასრულა.

ელ-საიედს მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე მიჩიგანში დაბადებულმა სტივი უანდერმაც. არჩევნების დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მუსიკოსმა ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მიეცათ აბდულ ელ-საიედისთვის სენატის არჩევნებში, ჯოსლინ ბენსონისთვის გუბერნატორის არჩევნებში და დემოკრატი კანდიდატებისთვის სხვა საარჩევნო ოლქებში.

ელ-საიედის მხარდამჭერებს შორისაა ბრიუს სპრინგსტინიც, რომელმაც მას ორშაბათს საჯაროდ დაუჭირა მხარი.

„დოქტორი ელ-საიედი ამერიკის კონსტიტუციისთვის მებრძოლია. ის ამერიკული დემოკრატიის დამცველია და ეწინააღმდეგება იმ კორუმპირებულ, უკანონო და ანტიამერიკულ მმართველობას, რომელიც ამჟამად თეთრ სახლშია“, –  დაწერა სპრინგსტინმა ინსტაგრამზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

JISOO 2026 წლის 13 მაისი, ლოს-ანჯელესი, ხელოვნების მუზეუმი (LACMA) Dior-ის 2027 წლის Cruise კოლექციის ჩვენება ფოტო: Emma McIntyre/Getty Images

JISOO ახალ სიმღერას – Sun Showers-ს აანონსებს, რომელიც ფილმ The Angry Birds Movie 3-ის საუნდტრეკია

შემდეგი სტატია

ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი