საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ზამთრის სეზონის მეორე გამოშვებას აანონსებს. Tbilisi Open Air-ის ახალი პროექტი Tbilisi Open Air: Winter Edition 2027 წელს, გუდაურში, 6 და 7 მარტს მეორედ გაიმართება.
ზამთრის ფესტივალის წარმატებული დებიუტი 2026 წლის 28 თებერვალს შედგა. სადებიუტო წელსვე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ზამთრის გამოშვება, ზაფხულის ტრადიციული ფესტივალის მსგავსად, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ზამთრის სეზონის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
Tbilisi Open Air: Winter Edition 2027-ის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს:
„ზამთარში ისევ გუდაურში შევხვდებით ❄️ Tbilisi Open Air Winter Edition მეორე გამოშვება • 6-7 მარტი, 2027. ლაინაფი და ბილეთები – იანვარში“.
ფესტივალის მუსიკალური პროგრამისა და მონაწილე არტისტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების პროგრამის, არტისტების სრული ლაინაფისა და ბილეთების გაყიდვის შესახებ დეტალები იანვარში გამოქვეყნდება.