მუსიკოსმა სალომე ესაძემ ახალი სინგლი – I Will See You Again გამოუშვა

არტისტმა ტრეკზე ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად იმუშავა.
სალომე ესაძე – I Will See You Again
ჯაბა ქურთიშვილი (@Poshdzhaba)

სალომე ესაძემ ახალი სიმღერა, სახელწოდებით I Will See You Again წარადგინა. ნამუშევარი ჟანრობრივად ძირითადად R&B-ის მიეკუთვნება, თუმცა მასში ორკესტრული და კლასიკური მუსიკის ელემენტებიც ერთიანდება. არტისტის სურვილი იყო, თანამედროვე რიტმული ჟღერადობა კლასიკურ ინსტრუმენტებთან დაეკავშირებინა და ამ ორი განსხვავებული მუსიკალური ხასიათის სინთეზით შეექმნა ნამუშევარი.

სალომე ესაძე:

„სინგლის შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია მუსიკალური ექსპერიმენტის სურვილი იყო. ძალიან მაინტერესებდა, როგორ ჟღერდებოდა ორკესტრული, კლასიკური ინსტრუმენტებისა და თანამედროვე, რიტმული მუსიკის ერთობლიობა. თავიდან საკმაოდ მარტივ იდეად მეჩვენებოდა, თუმცა სხვადასხვა მუსიკალური კომპონენტის დამატების შემდეგ, მოულოდნელად, როგორც ჩემი, ისე ჩემი მეგობრების ერთ-ერთ ფავორიტ ნამუშევრად იქცა. ტრეკი ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად სულ ოთხ დღეში დავწერე. პირადად ჩემთვის კი განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ეძღვნება ადამიანს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მასში ჩადებული ემოციები ძალიან გულწრფელია და ზუსტად ასახავს იმას, რასაც ამ ეტაპზე განვიცდი.”

I Will See You Again მესამე ტრეკია, რომელზეც არტისტმა  ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად იმუშავა. სალომე ესაძის თქმით, წარმატებულ კოლაბორაციას შემოქმედებითი ურთიერთგაგება განაპირობებს: 

„ერეკლე ყოველთვის მაქსიმალურად მაძლევს საშუალებას, ჩემი იდეები ბოლომდე განვახორციელო. რაც უფრო მეტ მუსიკას ვქმნით ერთად, მით უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის და მუშაობის პროცესიც უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება“.

სინგლის გარეკანზე ჯაბა ქურთიშვილმა იმუშავა, კონცეფციასთან ერთად ფოტოც მასვე ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართული იყო ვიზაჟისტი ნუცა გელაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და პროექტებს, როგორც სალომე ესაძე Billboard Georgia-სთან საუბარისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი და მოტივაცია ახალი მუსიკის შექმნა და საკმარისი ნამუშევრების დაგროვებაა, რათა საბოლოოდ მსმენელთან ცოცხალი შესრულების ფორმატში შეხვედრა შეძლოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემი უაინჰაუსის Back to Black-ის ხელახალი გამოცემა ალბომს ჩარტების ტოპ ათეულში აბრუნებს

შემდეგი სტატია

ჰეილი უილიამსი: გზა საკუთარი თავისკენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი