Rosalia 2027 წლის გრემის ცხრა ნომინაციას ეხმაურება

ეს სიახლე ესპანელი არტისტის მიერ ლათინურ გრემიზე მოპოვებულ დიდ გამარჯვებას მოჰყვა.
Rosalia-ს „წლის სიმღერის“ ჯილდო გადაცევა კომპოზიციისთვის La Perla ლათინო გრემის 27-ე ყოველწლიურ დაჯილდოება, ლას-ვეგასი,  ფოტო: გილბერტ ფლორესი / BILLBOARD
Rosalia-ს „წლის სიმღერის“ ჯილდო გადაცევა კომპოზიციისთვის La Perla ლათინო გრემის 27-ე ყოველწლიურ დაჯილდოება, ლას-ვეგასი, 
ფოტო: გილბერტ ფლორესი / BILLBOARD

Rosalia 2027 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიისთვის მიღებულ ნომინაციებს გამოეხმაურა. მომღერალი ნომინაციების რაოდენობით მეორე ადგილზეა –  მას ცხრა ნომინაცია აქვს, ხოლო წლევანდელ სიაში  Raye 11 ნომინაციით ლიდერობს.

ორშაბათს, 16 ნოემბერს, ნომინაციების გამოცხადების შემდეგ, ესპანელმა არტისტმა სასიხარულო ამბავი ინსტაგრამზე, 27 მილიონზე მეტ გამომწერს გაუზიარა. გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ჩანს, როგორ ხსნის Rosalia შამპანურის ბოთლს სახლის ეზოში და სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავს.

პოსტს მომღერალმა შემდეგი წარწერა დაურთო: „LUX – 10 ნომინაცია!“.

მისი ალბომი LUX ცხრა ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. სიმღერა Berghain, რომელშიც ბიორკი და Yves Tumor მონაწილეობენ, კი წლის სიმღერისა და წლის ჩანაწერის ნომინაციებზეა წარდგენილი. გარდა ამისა, ნამუშევარმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა არაკლასიკური მუსიკის წლის პროდიუსერის კატეგორიაშიც.

ეს სიახლე  Rosalia-ს მიერ 2026 წლის ლათინო გრემის დაჯილდოებაზე მოპოვებულ წარმატებას მოჰყვა. მიმდინარე თვის დასაწყისში გამართულ ცერემონიაზე მომღერალმა ხუთი ჯილდო მიიღო, მათ შორის ყველაზე პრესტიჟული – წლის ალბომის ტიტული.

„ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ამ ჯილდოს ვიღებ. თუ El Mal Querer ოცნება იყო, ხოლო Motomami გაბედული რისკი, მაშინ Lux შეუცნობელში გადადგმული დიდი ნახტომია” –  განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას რაშიც 2019 და 2022 წლებში გამარჯვებულ ალბომებს გულისხმობდა.

„მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ სიმართლეზე ისაუბრო და სხვებსაც მისცე შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე გამოხატონ. ეს ჩანაწერი სწორედ ჩემი სიმართლეა. მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩემს საყვარელ ადამიანებს, ოჯახსა და მეგობრებს. მადლობა სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ჩამომაყალიბეთ ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ. სიმართლე ისაა, რომ ვიცი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და დარწმუნებული ვარ, ჩემი საუკეთესო ნამუშევარი, ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის“.

ნახეთ, როგორ აღნიშნა  Rosalia-მ 2027 წლის გრემის ნომინანტად დასახელება:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Skrillex-ის ალბომი, რომელშიც ქართველ არტისტთან კოლაბორაციაა შესული, გრემის ნომინანტია

შემდეგი სტატია

მომღერალი გიორგი ანდღულაძე იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ…
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი