სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წლის მსოფლიო ტურნეს აანონსებს

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ქცეული ჰიტის – Nicole Kidman-ის შემსრულებელი მომღერალი 2027 წლის იანვრიდან ევროპას, ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ს ეწვევა.
Adéla
MAYA DEHLIN SPACH/GETTY IMAGES FOR ABA

სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წელს თავისი ცნობილი სიმღერის – Nicole Kidman-ის მსოფლიო მასშტაბით წარდგენას გეგმავს. ჰიტად ქცეული სადებიუტო ალბომის, Prima-ს მხარდასაჭერ ტურნეს ის 11 იანვარს პრაღაში, Forum Karlin-ში დაიწყებს. ამის შემდეგ კონცერტები გაგრძელდება დუბლინში, მანჩესტერში, გლაზგოში, ლონდონში, პარიზში, კელნში, ბრიუსელში, უტრეხტში, კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში, ოსლოში, ბერლინსა და ვარშავაში.

ამის შემდეგ ტურნე იანვარში ავსტრალიაში გადაინაცვლებს, მარტში კი სამხრეთ ამერიკაში. კონცერტები ჩილეში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში გაიმართება. 10 აპრილს Adéla აშშ-ს ეწვევა და კალიფორნიაში, Coachella-ს ფესტივალზე გამოვა, რასაც მოჰყვება კონცერტები ჩიკაგოში, ბრუკლინში, ვაშინგტონსა და ტორონტოში. ამ შოუების შემდეგ Adéla კვლავ ევროპაში დაბრუნდება და მსმენელის წინაშე Glastonbury-ს ფესტივალზე წარდგება. არტისტი ტურნეს ფარგლებში კონცერტს თავის მშობლიურ ქვეყანაშიც გამართავს . 

ბილეთების წინასწარი გაყიდვა 1-ელ  დეკემბერს დაიწყება. მსმენელებს რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. 2 დეკემბერს კი Ticketmaster-ზე ბილეთების საჯარო გაყიდვა დაიწყება. 

იხილეთ Adéla-ს 2027 წლის მსოფლიო ტურნეს თარიღები:

  • 11 იანვარი: პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა, Forum Karlín
  • 13 იანვარი: დუბლინი, ირლანდია,  3Olympia Theatre
  • 14 იანვარი: დუბლინი, ირლანდია, 3Olympia Theatre
  • 16 იანვარი: მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო, O2 Victoria Warehouse
  • 17 იანვარი: გლაზგო, გაერთიანებული სამეფო, O2 Academy Glasgow
  • 19 იანვარი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, O2 Academy Brixton
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი ცნობილი ქართველი მხატვრების მონაწილეობით

შემდეგი სტატია

Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლანა დელ რეის თქმით, ახალი ალბომები დასრულებას უახლოვდება: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

მომღერალმა ფანებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა Stove-ისა და მისი თანმხლები ალბომის, Spyda-ს შესახებ და, როგორც ჩანს, იდუმალი ტექსტებით რაღაც ახალზეც მიანიშნა.
მეტი
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.

Cardi B-ის გლობალური ჯილდო Billboard Canada Women In Music 2026 – „თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ“

Billboard-ის ახალ ინტერვიუში რეკორდსმენი ვარსკვლავი დედობასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე, საკუთარ თავში ეჭვების დაძლევასა და Little Miss Drama-ს ტურნეს ფარგლებში ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს. Cardi B-იმ ტორონტოში 24 ნოემბერს Global Woman of the Year-ის ჯილდო მიიღო.
მეტი

The Rolling Stones-ის 1973 წელი ჯგუფის კლასიკური პერიოდის ნაწილი იყო თუ დასასრულის დასაწყისი?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ამ ეპიზოდში განხილულია წელი, როდესაც მსოფლიოში უდიდესი როკ-ენ-როლის ჯგუფი კვლავ მთელი ძალით იყო მოქმედებაში, თუმცა შესაძლოა მისი კარიერის ახალ ეტაპზეც გადადიოდა.
მეტი
Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

სიმღერაზე ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალამ იმუშავეს. კომპოზიციის ტექსტის თანაავტორია საბა ზაქალაშვილი.
მეტი

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი