ათ დღეში ათი ათასი მსმენელი, VAQO-ს ახალი ალბომი „კონცერტი სოხუმში” – Live in Sokhumi III

VAQO – მუსიკოს ვახტანგ ქანთარიას სასცენო სახელია, რომელმაც სულ ახლახან ახალი ალბომი – Live in Sokhumi III გამოუშვა.
VAQO
VAQO

მომღერალმა სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს ჩაწერა სახელწოდებით „ეგზისტენციალური ცდომილებები“. 

VAQO–ს ძირითადი მუსიკალური მიმდინარეობა ინდი ელემენტებით გაჯერებული ფსიქოდელიური როკია, თუმცა ძნელია მისი შემოქმედება ერთ კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრს მიაკუთვნო. 

არტისტი ამჟამად ორ ლეიბლთან თანამშრომლობს: თურქულ ლეიბლ Tarla Records-თან, სადაც ალბომი “Ah Qo” (ო, დიახ!) გამოუშვა და ავსტრიულ ლეიბლ Studio hundert-თან, იქ მუსიკოსმა ალბომი “The Land of Kartvelians“ გამოსცა. 

VAQO-ს მოსმენის დროს კონცეპტუალურ საქართველოში მოგზაურობ, იმ საქართველოში, სადაც შეიძლება ჯერ არც კი ყოფილხართ. მუსიკოსი მისი შემოქმედებით ხშირად სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს ეხება, რომელიც დღევანდელ რეალობაში მძაფრი და აქტუალურია. 

VAQO

„გამარჯობა, მე ვახტანგ ქანთარია ვარ, უნდა გამომყვეთ, მე მაქვს გიტარა, ის ნამდვილია, ვიცი გიტარა როგორ მუშაობს. ექვსი სიმი აქვს, პირველი სიმი ემსახურება ხმამაღალი იდეების გახმოვანებას, მეორე სიმი ეხმარება იყოს სოლიდური, ერთადაც კი მოძრაობენ, მესამე და მეოთხე სიმები ცდილობენ რბილად დაუკავშირდნენ მეხუთე და მეექვსე სიმს, ეს უკანასკნელნი იმაზე სერიოზულნი არიან, ვიდრე წარმოდგენაში გაქვთ დანახული, უბრალოდ დაიმახსოვრეთ, მეექვსე  სიმი ქმნის ფუნდამენტს. ჩვენ ქვეყანას მესამე და მეოთხე სიმი გამწყდარი აქვს, პირველი სიმი კი, სამი ცალი აქვს დაყენებული, ოთხიც კი… მეექვსე სიმი კი, ერთადერთი სიმია რისი გაწყვეტაც სურთ მაკრატელ შეიარაღებულ ხალხს. ისინი გადამთიელნი არიან, დიდი რაოდენობის მაკრატელი აქვთ ნაწარმოები. აქამდე წარმატებით გაწყვიტეს სხვადასხვა ქვეყნის სიმები, ისტორიული გამოცდილება აქვთ. იცოდეთ ისიც, რომ პირველი სიმი ყველაზე ადრე წყდება, მალე ამთავრებს არსებობას, ისინი ზედმეტად ხმამაღალნი და სუსტები არიან იმისთვის, რომ დიდხანს იხმაურონ. იცოდით? ქვეყანა ინსტრუმენტია, ჩვენ ჩვენს გიტარას არ ვაწყობთ, ველოდებით სხვა როდის აგვიწყობს, ჩვენ მანამდე ფანდური და ჩონგური გამოვიგონეთ, ამას ცოტა სხვა წყობა აქვს. მი, სი, სოლ, რე, ლა, მი, გასწორდება, უკვე ჟღერს, მზად იყავით. მე ჩემი გიტარა თქვენთვის ავაწყე, მე ვახტანგ ქანთარია ვარ”. – წერს მუსიკოსი ოფიციალურ Youtube არხზე, მისი ალბომის, „LIVE IN TBILISI-ს“ გამოშვების დროს.

„კონცერტი სოხუმში“ – Live in Sokhumi III ტრილოგიის დასკვნითი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა კლუბებში და სტუდიებში ჩაწერილ ნაშრომებს აერთიანებს. ალბომების ციკლის პირველი და მეორე ნაწილი 2021 წელს გამოვიდა, სახელწოდებით: „LIVE IN TBILISI“ და „LIVE IN TBILISI II“.

VAQO-ს შემოქმედება ქართული რეალობისთვის ზედმეტად ნამდვილია. ექსცენტრული, პროზად ქცეული ტექსტები და გამორჩეულად ინდივიდუალური სტილი, მსმენელის მეხსიერებაში მკაფიოდ ილექება.

„Live in სერიები იყო თბილისის, სოლოლაკის კლუბებში ჩაწერილი გამოსვლები, რომელიც შემდეგ „გასტუდიურდა“, დაემატა ახალი სიმღერები. ეს იყო თბილისური კლუბური ცხოვრების მუსიკალური ასახვის მცდელობაც. თუმცა, მისტიფიკაციის ელემენტებით, ტაშის რაოდენობის ზრდით მაგალითად, რამდენიმე ინსტრუმენტის დამატებით. კონცეპტუალურად მსურდა ქართულ ენოვანი მუსიკის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მძიმე რიტმულ სექციაზე, ბლუზის, თანამედროვე ქანთრისა და ადგილობრივი ფოლკლორის ელემენტებით, მაღალი ვოკალური დატვირთვით.

უშუალოდ „Live in Sokhumi III“ ალტერნატიული საქართველოა, სადაც ოკუპაცია არ მომხდარა. მესიჯი მარტივია, რომ არა ომი, დღეს დაჯდებოდი მატარებელზე, 6 საათში უკვე ქალაქ სოხუმის ბარათაშვილის სარკინიგზო სადგურზე კონცერტს ჩაატარებდი. სამწუხაროა ის, რაც ომმა მოიტანა. ბოროტებას არ აქვს გამართლება. ოცდამეერთე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არაა.” – აღნიშნა VAQO-მ ბილბორდთან საუბრისას.

მოისმინეთ არტისტის უახლესი ალბომი – Live in Sokhumi III 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბნელ ოთახში გაღებული სარკმელი”

შემდეგი სტატია

ჯონი მიტჩელი ელტონ ჯონთან საუბარში ამბობს, რომ ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე გამოსვლისთვის რეპეტიციაც არ გაუვლია

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი