მეტალიკა ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს 

ჯგუფის მე-12 სტუდიური ალბომი აპრილში გამოვა.
მეტალიკა
Ross Halfin

მეტალიკა 2023 წელს ახალი ალბომითა და ტურნეთი ბრუნდება. ჯგუფის მე-12 სტუდიური ალბომი სახელწოდებით 72 Seasons 14 აპრილს გამოვა. მუსიკალურ პლატფორმებზე გავრცელდა მასში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია “Lux Æterna” (იხილეთ ვიდეო ქვევით).

„ჩვენი ცხოვრების პირველი 18 წელი განსაზღვრავს ჩვენს არსს. კონცეფციას, თუ ვინ ვართ – ის, ვინც მშობლებმა გვითხრეს. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ნაწილი უწყვეტი შესწავლაა ამ საბაზისო რწმენის და იმის, თუ როგორ მოქმედებს ეს რწმენა დღეს ჩვენ მიერ სამყაროს აღქმაზე. ჩვენი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვობის გამოცდილების განახლება ან მასზე რეაქციაა. ჩვენ ბავშვობის  ტყვეები ვართ, ან ამ ტყვეობისგან ვთავისუფლდებით,” –  განაცხადა ჯგუფის ვოკალისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა ალბომის წარდგენისას. 

ბენდმა ასევე დააანონსა 2023-2024 წლის მასშტაბური მსოფლიო ტურნე, რომლის ფარგლებშიც ყველა ქალაქში, რომელსაც ისინი ეწვევიან, 2 დღის განმავლობაში ერთმანეთისგან განსხვავებულ პროგრამას დაუკრავენ.  

ტურნე 27 აპრილს ამსტერდამში  დაიწყება. ამას მოჰყვება ორი ღამე პარიზში, ჰამბურგში და ასე გაგრძელდება 12 ნოემბრამდე. ამის შემდეგ კონცერტები უკვე 2024 წლის 24 მაისს განახლდება და აგვისტოში ამერიკაში დასრულდება.

ნახეთ ვიდეოკლიპი კომპოზიციაზე “Lux Æterna” რომელიც ახალ ალბომში შევა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიდევ ერთი კვირით, ბრიუს სპრინგსტინი და ელტონ ჯონი ჩარტში ლიდერობას იყოფენ

შემდეგი სტატია

მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტი Deezer საქართველოში სილქნეტმა შემოიყვანა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი