ტეილორ სვიფტმა „სამეფო კარის თამაშების“ ის პერსონაჟი დაასახელა, რომელსაც საკუთარ თავს ადარებს

მომღერალმა ასევე გაამხილა იმ ცნობილი ადამიანის ვინაობა, ვის ადგილას ყოფნასაც ისურვებდა

გამოცემა The Hollywood Reporter-მა გართობის ინდუსტრიაში წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ტეილორ სვიფტია. ჟურნალთან საუბრისას, მომღერალმა გაამხილა, რომ გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ადარებს, „სამეფო კარის თამაშების“ გმირი, არია სტარკია. 

„არ ვიცი ხმლის გამოყენება და არც სიკვდილს დავპირისპირებივარ, რათა ეპიკური შურისძიების მისია აღმესრულებინა, მაგრამ მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე 15 წელია ვარ, ასე რომ…” – აღნიშნა 32 წლის პოპ ვარსკვლავმა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტეილორ სვიფტმა HBO-ს ფენტეზისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა. სვიფტმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ 2017 წლის მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით Reputation, ნაწილობრივ არიასა და სანსა სტარკის პერსონაჟებით იყო ინსპირირებული. 

2019 წელს, ჟურნალ Entertainment Weekly-ის ინტერვიუში ტეილორ სვიფტმა განმარტა, რომ Look What You Made Me Do არია სტარკის მკვლელობის სიის შთაგონებით შეიქმნა. არტისტის თქმით, კიდევ ერთი სიმღერის, სახელწოდებით I Did Something Bad, ინსპირაციის წყარო იყო სერიალის სიუჟეტის ის ნაწილი, რომელშიც არია და სანსა მოწინააღმდეგე პერსონაჟის მოსაკლავად ერთიანდებიან. 

The Hollywood Reporter-თან საუბრისას, 11 გრემის მფლობელმა მომღერალმა ასევე გაამხილა იმ ცნობილი ადამიანის ვინაობა, ვის ადგილას ყოფნასაც ისურვებდა. მან რეჟისორი გილიერმო დელ ტორო დაასახელა. 

„წარმოიდგინეთ, გქონდეთ ასეთი წარმოსახვის უნარი, ასეთი ვიზუალური ლექსიკონი და ამგვარი საოცარი ნამუშევრები. მას მრავალფეროვანი თხრობის სტილი აქვს და ამავდროულად ახერხებს, თითოეულ ფილმს გამორჩეული ხელწერა დაატყოს. იგრძნობა, რომ იგი ჯერ კიდევ ცნობისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით ეკიდება თავის ნამუშევრებს” – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა რეჟისორზე საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ კარტერი Backstreet Boys კონცერტი, 2016 წლის, 30 სექტემბერი. ფოტო კევინ უინთერი

2001 წელს თინეიჯერი გულშემატკივარი გაუპატიურების გამო, ნიკ კარტერს სასამართლოში უჩივის

შემდეგი სტატია

თინა ტერნერი მიუზიკლ Tina - Das Tina Turner Musical-ის პრემიერის დროს 2019 წლის, 3 მარტი, გერმანია, ჰამბურგი. ფოტო: ფრანზიკა კრუგი

თინა ტერნერის ემოციური გზავნილი შვილის, რონი ტერნერის გარდაცვალების შემდეგ – “შენ ძალიან ადრე დატოვე სამყარო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი