Nikakoi-ს ახალი ალბომი: საუნდტრეკი ანიმესთვის, რომელიც არ არსებობს

„რამდენ ადამიანსაც ექნება ეს პროექტი, იმდენი ვერსია იარსებებს მისი.”

… მე ხელოვნური ბიო-სუბსტანციისგან შექმნილი ამ ორი ხმლით ხელში დავიბადე, – უთხრა ინარტუ ვალკალამ ბადა აადამის. ხმლები ჩემთან ერთად იზრდებოდნენ!!! არ ვიცი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები… არ ვიცი, რა იყვნენ, ან კიდევ, რა შეეძლოთ ჩემში ჩაედოთ. ალბათ კიდევ ბევრია ჩემში დამალული და ოდესმე გავიგებ – რა. ეს უცნაური გამომეტყველება იცი, რატომ მაქვს სახეზე? ახალი ცხოვრება სავსეა ახალი გრძნობებით, რომლებსაც ასე ველოდი. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს გულში…”

ეს არის პერსონაჟი, ფრაგმენტი მისი ისტორიიდან და მუსიკალური თემა ანიმეში, რომელიც არ არსებობს. 

Stochastic Device – ასე ჰქვია არარსებულ ანიმესა და უკვე არსებულ ალბომს, რომელიც მის საუნდტრეკს წარმოადგენს. პროექტის ავტორია Nikakoi.

Nikakoi (ნიკა მაჩაიძე):

გარდა იმისა, რომ მუსიკას ვაკეთებ, კიდევ ვხატავ, ვიდეოებს ვიღებ და ბევრ სხვადასხვა მედიაში ვმუშაობ. მარტში დავიწყე პერსონაჟების ხატვა. ძალიან მიყვარს ანიმე და მის art-book-ებს ვაგროვებ. როცა ანიმე ფილმი ან სერიალი გამოდის, ამას მოჰყვება მერე მერჩენდაიზი” და ერთ-ერთი არის ეს წიგნი, სადაც არის ხოლმე პერსონაჟების დიზაინი, ფონები, კადრირება, პატარა სცენების აღწერა და ა.შ.

ალბათ ასე 20-30 წლის წინ ჩემი საყვარელი წიგნი იყო პიტერ კორნელის გზები სამოთხისკენ”. ეს არის რომანი, რომელშიც ტექსტი დაკარგულია და მხოლოდ სქოლიოა დარჩენილი. მთელი წიგნი სქოლიოა. და შენ ამ სქოლიოს კითხულობ და შენს ვერსიას წარმოიდგენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რომანში. მეც მაგ გზით წავედი – წარმოვიდგინე, რომ ანიმე ფილმი არ არსებობს და არსებობს წიგნი, რომელშიც არის პერსონაჟები, ფონები, ნაწყვეტები სცენარიდან და ვისაც ეს წიგნი აქვს, დანარჩენი შეუძლია თვითონ წარმოიდგინოს. შემდეგ ვიფიქრე, რომ გავაკეთებ ალბომსაც – საუნდტრეკს მთელი ამ ანიმაციისა, რომელიც არ იარსებებს. Stochastic Device კი იქიდან გამომდინარე დავარქვი, რომ მთელი ამ პროექტის კონცეფცია ის არის, რომ უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობაა ამ ამბის. რამდენ ადამიანსაც ექნება ეს პროექტი, იმდენი ვერსია იარსებებს მისი.”

ალბომში 7 მუსიკალური კომპოზიციაა შესული. მათ პერსონაჟების სახელები ჰქვიათ და არარსებულ ანიმეში ამ გმირების თემებს წარმოადგენენ. 

ჩემთვის მუსიკა ცალკე რაღაცაა. Მე მაქვს საყვარელი ალბომი, რომელიც შეიძლება საუნდტრეკი იყო რაღაცის, რომელსაც ვუსმენ, როგორც მუსიკას და არა როგორც ფილმის საუნდტრეკს. Ასე რომ, ეს ალბომი ცალკე, როგორც მუსიკალური ნაწარმოებების კრებული, არსებობს თავისთვის და თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ მე გავაკეთე, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი.”

მოუსმინეთ ალბომს

ალბომის პრეზენტაცია 17 დეკემბერს „მფრინავ  მღებავში” შედგება, სადაც წარმოდგენილი იქნება Stochastic Device-ის თემაზე შექმნილი პერანგებიც, რომლებზეც შვიდივე პერსონაჟია გამოსახული. შიგნიდან კი გმირების ისტორიების ის ერთადერთი ფრაგმენტი იქნება დატანილი, რომელიც მათზე ავტორისგანაა ცნობილი.

ეს ტექსტებიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თითქოს, არარსებული სცენარის პატარა ნაწყვეტებია და საიდან მოვიდა გმირი აქამდე და საით წავიდა, ეგეც მკითხველის გადასაწყვეტია. Მე მაქვს ჩემი ისტორია, მაგრამ მისი მოყოლა არ მსურს, რადგან მინდა, რომ ყველას თავისი ისტორია ჰქონდეს. ეს ექსპერიმენტი იყო, გამოვიდოდა თუ არა ასეთი რაღაც – ადამიანს რომ მისცე წიგნი, რომელიც დაუმთავრებელია. მთავარი რაღაც, რაზეც არის ეს წიგნი, ის არ არსებობს. მე თვითონაც ჯერ გმირები შევქმენი და შემდეგ მოვიფიქრე ჩემი ისტორია. Ასე რომ, კი, გამოდის.”

ანიმეს ყველა დახატული პერსონაჟი გაყიდულია. შემოსული თანხა კი უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხა. 
ამ ეტაპზე Stochastic Device არარსებული ანიმეა, თუმცა ავტორი მომავალში მის შექმნას არ გამორიცხავს.  

თუ უცებ ვიღაც დაინტერესდა ამით და მოუნდა გაკეთება, შეუძლია თავისი ვერსია შექმნას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ის უკვე არსებულ ელემენტებზე იქნება დაფუძნებული. სახელები არსებობს, გმირები არსებობენ, აქვთ თავიანთი ისტორია, მუსიკა. თუ გამოვა ეს ანიმე, გამოვიდეს, რატომაც არა. უბრალოდ მე არ ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალანის მორისეტი კელი კლარკსონის შოუში

ალანის მორისტეტის ახალი ქავერი სიმღერა „Little Drummer Boy

შემდეგი სტატია

მაილი სიარუსი საგრაფო ხელოვნების მუზეუმში, 2021 წლის 6 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი

მაილი სიარუსმა The Tonight Show-ში საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეთა სია დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

აბდულ მაჯიდ აბდულა – არტისტი, რომელიც ათწლეულებია, არაბულ მუსიკას განსაზღვრავს

„ტარაბის პრინცი”, რომელიც „ბილბორდ არაბეთს" წარმოადგენს პროექტში Billboard's Global No. 1s, კარიერის მეოთხე ათწლეულშიც განაგრძობს ჩარტების ლიდერობას.
მეტი

50 Cent გამოეხმაურა Lil Baby-ს აღიარებას, რომ მან აზარტულ თამაშებში 8 მილიონი დოლარი ერთ დღეში წააგო

50 Cent-მა Lil Baby-ს ინტერვიუს ფრაგმენტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
მეტი

არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მომღერლის მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მკურნალობას გადიან და ამიტომ დროებით ცხოვრობენ საავადმყოფოებში.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

ხატია ბუნიათიშვილმა შოუს მსვლელობისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მეტი
Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

Pop Shop Podcast-ში ენდრიუ რიჯლიმ მუდმივად აქტუალურ ჰიტზე, Last Christmas-ზე ისაუბრა, რომელიც შესრულებულია საბრინა კარპენტერის, ჩაპელ როიანის, არიანა გრანდეს, ტეილორ სვიფტის და სხვა მრავალი ცნობილი მომღერლის მიერ.
მეტი