ელენ დეჯენერესი სტივენ ბოსის ვიდეოს აზიარებს: „მას ძალიან დიდი სიხარული შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში”

მოცეკვავე და დიჯეი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტივენ ბოსი და ელენ დეჯენერესი
Mike Rozman/Warner Brothers/NBC/NBCU Photo Bank via GI

ელენ დეჯენერესმა სტივენ ბოსს ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც მათი მოგონებებია გაერთიანებული.

„რისი გაკეთებაც ახლა მინდა, არის, რომ ის სიყვარული და მხიარულება გავიხსენო, რომელსაც tWich-თან ვიზიარებდი. მას ძალიან ბევრი სიხარული შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ თქვენს ცხოვრებაშიც. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, თქვენი მოგონებებიც გააზიაროთ”, – დაწერა ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე.

„დამშვიდობება არ მინდა ”, – ამბობს ელენი ვიდეოში, რომელიც შოუს მაუწყებლობის ბოლო კვირაში ბოსს სიურპრიზად გაუკეთა. 

ვიდეოში ელენი მათი პირველი შეხვედრის ამბავს ჰყვება. ტელეწამყვანი სტივენთან იმისთვის მივიდა, რომ თავისი შოუსთვის ცეკვა ესწავლა. Ხოლო იდეა, რომ შოუს დიჯეიც სწორედ ბოსი ყოფილიყო, ბუნებრივად დაიბადა. 

„მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარ არის, იგი ჩემი მეგობარი და მხარდამჭერია. ჩვენ ეს კავშირი გვაქვს… მიყვარხარ, tWich. და ვიცი, რომ იცი, თუ როგორ ძლიერად.”

სტივენ Ბოსის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ ელისონ ჰოლკერ ბოსმა დაადასტურა. 

ნახეთ ელენის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოპრა უინფრისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მეგან მარკლს ბიონსე გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

Post Malone-ის ვიდეოს White Iverson-ს, YouTube-ზე ერთი მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი