მარგო რობი ბარბის როლში – ნახეთ გრეტა გერვიგის Barbie-ის პირველი ტრეილერი

გრეტა გერვიგის ფილმი მაყურებელს ბარბის ისტორიას უყვება. ტრეილერი სტენლი კუბრიკის 1968 წლის საკულტო ფილმით, სახელწოდებით 2001: A Space Odyssey, არის შთაგონებული.

Mattel-ის სახელგანთქმული სათამაშოს, ბარბის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი გრეტა გერვიგია. ტრეილერი სტენლი კუბრიკის 1968 წლის საკულტო ფილმით, სახელწოდებით 2001: A Space Odyssey, არის შთაგონებული. 

ბარბის როლს მარგო რობი ასრულებს, მას პარტნიორობას კი რაიან გოსლინგი უწევს. გოსლინგი ბარბის მუდმივი თანამგზავრის, კენის გმირს განასახიერებს. გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, ცხადი იყო, რომ გრეტა გერვიგმა ორიენტირი კიტჩისა და გადატვირთული ვიზუალისაკენ აიღო. გავრცელებულმა ტრეილერმა კი ეს საბოლოოდ დაამტკიცა. 

ვიდეოს დასაწყისში, უდაბნოს პეიზაჟების ფონზე მთხროლების ხმა ისმის – „ოდითგანვე, იმ დროიდან, როცა პირველი გოგონა არსებობდა, არსებობდნენ… თოჯინებიც. თუმცა ეს თოჯინები ყოველთვის ბავშვი თოჯინები იყვნენ…მანამ, სანამ…” – სწორედ ამ მომენტში, კადრში გიგანტური ბარბი ჩნდება. ტრეილერში სიუჟეტის განვითარების პარალელურად, კუბრიკის ფილმის საუნდტრეკი, შტრაუსის კომპოზიცია –  „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ჟღერდება. 

Barbie კინოგაქირავებაში 2023 წლის 21 თებერვალს ჩაეშვება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ამერიკა ფერერა, სიმუ ლიუ, კეიტ მაკინონი, ალექსანდრა შიპი, კინგსლი ბენ-ადირი, ისა რეი, რია პერლმენი და უილ ფერელი. ფარელი ბარბის მწარმოებელი კომპანია Mattel-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის როლს ასრულებს. 

ნახეთ Barbie-ის პირველი ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Stray Kids — სამხრეთ კორეული ბენდი, 2022 წლის 13 ივლისი. ფოტო: სამ კიმი

Billboard-ის 2022 წლის საუკეთესო ფოტოები

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი ამბობს, რომ შემოქმედებაში ახლა უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი