კორტნი ლავი – მარკ მარონთან, WTF პოდკასტში, ერთ-ერთ კომენტარს განმარტავს. ინტერვიუში არტისტის თქმით, Fight Club-ის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა, ის მარლა სინგერის როლიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც კურტ კობეინის შესახებ გადასაღებ ფილმზე ბრედ პიტს როლზე უარი უთხრა და ურთიერთობა დაეძაბა.
კორტნი ლავმა ინსტაგრამზე დაწერა: “ეს იყო ამბავი, რომლის მოყოლასაც არასდროს ვაპირებდი, თუმცა ბრედ პიტმა ამ ნაბიჯის გადადგმა მაიძულა. არ მომწონს, როგორც მართავს ბიზნესს და როგორც იყენებს ძალაუფლებას. Fight Club-ის გადაღებების დროს, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა.“.
„ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ოცდაორი წლის წინ ფილმში როლი დავკარგე. საქმე ის არის, რომ ბრედ პიტი, კურტ კობეინის გამო მედავება. ამ ისტორიაში შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, ამდენი წლის შემდეგ, ეს ამბავი ისევ რატომ ამოტივტივდა. პირველ რიგში, იმიტომ რომ აღარ ვარ ნაწყენი. წყენა კი, იგივე შხამის დალევაა, როდესაც გგონია, რომ სხვას აყენებ ზიანს. სინამდვილეში კი, შენ ზიანდები. ძალიან დიდი ხანი ვიყავი გაბრაზებული. გარდა ამისა, გავიგე, რომ ბრედ პიტიც იგივე „დემონებს“ ებრძოდა. შესაძლოა ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენ ორივემ მსოფლმხედველობა შევიცვალეთ“.
მას შემდეგ, რაც ბრედ პიტმა კურტ კობეინის ფილმში მონაწილეობაზე უარი მიიღო, კორტნი ლავს ფილმის პროდიუსერობა შესთავაზა.
„თუ ის ჩემზე კვლავ გაბრაზებულია, ეს მისი პრობლემაა. ძალიან მომწონს იგი, როგორც მსახიობი, მაგრამ პროდიუსერის რანგში ნამდვილად არ მომეწონებოდა.“ – აღნიშნა კორტნი ლავმა.
კორტნი ლავი Nirvana-ს სოლისტ კურტ კობეინზე 1992 წელს დაქორწინდა, 1994 წელს კი, კურტ კობეინი ოცდაშვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა.