პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს გამოეხმაურა

ჰილტონმა გაჟღერებულ მოსაზრებებს „აბსურდული” უწოდა.

7 იანვარს პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოში ჰილტონი ბრიტნი სპირსთან ერთად პოზირებს. აღნიშნულმა კადრმა კონსპირაციული თეორიები გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კომენტარებში დაწერეს, რომ ფოტოზე რეალური ბრიტნი არ არის აღბეჭდილი და ეს პროგრამული მანიპულაციით შექმნილი გამოსახულებაა. Პოსტს პერის ჰილტონის მისამართით ბრალდებებიც მოჰყვა. რამდენიმე კომენტარის ავტორი ვარაუდობდა, რომ ჰილტონი ბრიტნი სპირსის გაუჩინარების შესახებ ისტორიას ნიღბავს.

გავრცელებულ თეორიებს საბოლოოდ თავად პოსტის ავტორიც გამოეხმაურა:

„მათ საპასუხოდ, ვისაც კითხვები გაუჩნდა. ფოტოები iPhone-ით არის გადაღებული, ამიტომაც გამოსახულება ბუნდოვანი გამოვიდა. სურათები დამუშავებულია აპლიკაციით, სახელწოდებით Remini. Მან ე.წ. ბლარის ეფექტი გააქრო, თუმცა გამოსახულების სტრუქტურაზე აისახა“ – აღნიშნა ჰილტონმა – „არ მინდოდა გამოხმაურება, თუმცა ზოგიერთი კონსპირაციული თეორია უბრალოდ აბსურდულია“

Ნახეთ წვეულების ფოტოები, რომლებიც პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რომელი ქართული კომპოზიციები დავამატოთ 2023 წლის „ფლეილისტში”?

შემდეგი სტატია

Tracks That Should’ve Been Written By Us – გიორგი გიგაშვილის, Janngo-ს და ნინი ნუცუბიძის კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი